1geo

fb you od

შემოქმედებითი წრეების საანგარიშო კონცერტი საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

hashvetu

საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის დიდ დარბაზში მიმდინარე წლის 22 ივნისს გაიმართა კონცერტი, რომელიც ცენტრის შემოქმედებითი წრეების ერთი წლის სამუშაოთა ანგარიშად იქცა. კონცერტს ესწრებოდნენ საქართველოში სომხეთის საელჩოს მრჩეველი კარენ მელიქიან, ეპარქიის სამღვდელოება, ცენტრის თანამშრომლები, მშობლები, სტუმრები. ღონისძიება გაიხსნა ლოცვითა და საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის კურთხევით.

ჰაიარტუნ“ ცენტრის კოორდინატორის ლევონ ჩიდილიანის წარდგინებით, ერთიმეორის მიყოლებით გამოვიდნენ მაკარ ეკმალიანის სახელობის გუნდი, კლასიკური სიმერების მრავალხმიანი შესრულებით, ხალხური საკრავების - დუდუკისა და დოლის წრეების აღსაზრდელები, საესტრადო ვოკალურ-ინსტრუმენტული ჯგუფი და მათი აკომპანემენტით მარიანა საჰაკიანი და ანი ჰოვანისიანი, დეკლამაციის წრის წარმომადგენლები, საიათნოვას ლექსების მხატვრული შესრულებით. კონცერტი დაასრულა „ჰაიატრუნ“ ცენტრის დაარსების დღიდანვე შექმნილმა „ნერსეს შნორჰალი“ გუნდმა, რომელმაც შეასრულა როგორც სომხური, ასევე ქართული სიმღერები. აშკარა იყო ანსამბლების ქორმაისტერების მარია აბულიანის, ჰოვანეს ჰამბარცუმიანის, დუდუკისა და დოლის წრეების მასწავლებლების ივანე მკრტჩიანის და რობერტ კაშავანიძის, მუსიკოს ვლადიმირ ასატუროვის და მსახიობ სამველ ელბაკიანის ჩატარებული დიდი სამუშაო.

ჰაიარტუნ“ ცენტრის შემოქმედებითი წრეების საანგარიშო კონცერტმა დაიმსახურა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის მაღალი შეფასება. მისმა უსამღვდელოესობამ განაცხადა, რომ კმაყოფილია კულტურის განყოფილების დირექტორის ლევონ ჩიდილიანისა და ეპარქიის სამხატვრო ხელმძღვანელის პაველ ოგანეზოვის შესრულებული სამუშაოთი - შემოქმედებითი წრეების სწორი მიმართულებით გაძღოლისათვის. წინამძღვარმა სიტყვა დაასრულა წრეების რაოდენობის გაზრდის ახალი პერსპექტივით და თბილისში სომხური კულტურის შენარჩუნებისა და ღირსეულად წარდგენის რჩევა-დარიგებით.

10277635 791517277554596 5798669406959971990 n 10402861 791515337554790 7409114222429153379 n 10489873 791517540887903 7905581276498141309 n 

10456052 10204196937989499 5835866493364680128 n 10472082 10204196940229555 63226298699069476 n IMGP1088 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)