1geo

fb you od

შეხვედრები ბათუმის «სურბ ფრკიჩ“ (წმინდა მაცხოვრის) ეკლესიის ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილებასთან იქნება უწყვეტი PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

Batumi

საქართველოს სომეხთა ეპარქიის ბათუმის „სურბ ფრკიჩ“ ეკლესიის ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების სამუშაოთა მხარდაჭერის მიზნით ამა წლის 14-15 ივნისს ბათუმში იმყოფებოდა საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების დირექტორი ვალერი ბადალიანი. ზემოაღნიშნული განყოფილების სამუშაოთა გაცნობის შემდეგ, იგი შეხვდა ბათუმის სხვადასხვა სომხური ახალგაზრდული ჯგუფების წარმომადგენლებს, მათ გააცნო საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკაში ორგანიზებულ სხვადასხვა ახალგაზრდულ პროგრამებში ჩართვისა და მონაწილეობის პირობები, ისაუბრა ეკლესიის მორწმუნეთა შორის სომხური სათვისტომოს, ე.წ. აღწერის ორგანიზების მნიშვნელობაზე, შესთავაზა მომლოცველობათა მოწყობა სხვადასხვა ისტორიული და კულტურულ ძეგლების დასათვალიერებლად, რაც ხელს შეუწყობს სომეხი ახალგაზრდებისათვის კულტურული ფასეულობების გაცნობას.

ადგილობრივი ახალგაზრდების მიერ გაკეთდა მორწმუნეებს შორის სხვადასხვა სოციალური პროგრამები, საქველმოქმედო ღონისძიებების მოწყობის ქსელიგაფართოებ წინადადებები. გადაწყდა ბათუმის „სურბ ფრკიჩ ეკლესიის“ facebook-ის გვერდის შექმნა, სადაც აისახება ეკლესიის მოღვაწეობა - ყოველდღიური სიახლეებით.

ეკლესიის ახალგაზრდული ფრთის სამუშაოთა ხელშესაწყობად გადაწყდა ორი ყველაზე აქტიური ახალგაზრდის რამდენიმე დღი თბილისში მივლინება, ადგილზე ეპარქიის სამუშაოთა საქმისწარმოებისა და ახალგაზრდობის განყოფილების საქმიანობის გასაცნობად, ასევე ბათუმის ახალგაზრდები ჩართვა წეროვანში დაგეგმილ ახალგაზრდა ლიდერთა კონფერენციის სამუშაოებში. გადაწყდა მსგავსი შეხვედრების პერიოდულად ორგანიზება.

P6151486 P6151490 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)