საქართველოში სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრში დაიწყო ჭადრაკის წრის გაკვეთილები |
![]() |
![]() |
![]() |
2 აპრილს საქართველოში სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ კულტურის ცენტრში საზეიმოდ გაიხსნა ჭადრაკის წრე. "ჰაიარტუნ“ ცენტრის კოორდინატორი ლევონ ჩიდილიანი მიესალმა წრის ჩამოყალიბებას და განაცხადა, რომ ჭადრაკის გაკვეთილებს ჩაატარებენ საერთაშორისო კლასის ოსტატები, მრავალი კონკურსების გამარჯვებულები დავით ჰარუთიუნიანი და გიორგი ბაღათუროვი. მან გაიხსენა, რომ მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონი, ჩვენი თანამემამულე, ნაადრევად გარდაცვლილი ტიგრან პეტროსიანი თბილისელი გახლდათ და მოუწოდა ახალადჩამოყალიბებულ ჭადრაკის წრეს დაერქვას ლეგენდარული ჩემპიონის ტიგრან პეტროსიანის სახელი. |