1geo

fb you od

თბილისში ოვანეს თუმანიანისა და კომიტას ვარდაპეტის 150-ე წლისთავის საიუბილეო ღონისძიებების საკოორდინაციო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

A2018 წლის 14 დეკემბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის ჯინიშიანის სხოვნის სახელობის დარბაზში,  საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის მისი ყოვლადუსამღვდელოესობის,  ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის თავმჯდომარეობით, ოვანეს თუმანიანისა და კომიტას ვარდაპეტის 150-ე წლის იუბილეებისადმი მიძღვნილი ღონისძიებების სათემო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა.
სხდომა ეპარქიის წინამძღვარმა გახსნა, მიესალმა კომისიის სრულ მონაწილეობას და ხაზი გაუსვა ორი20181214 141151 ქვეყნის, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის,  სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს თანამშრომლის, ალექსანდრე გრიგალაშვილის და სომხეთის რესპუბლიკის კულტურის მინისტრის მრჩევლის, არუსიაკ ტერჩანიანის ყოფნას.
ეპარქიის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ღონისძიებების პროგრამის შეცვლილი ვერსია წარადგინა, დასძინა, რომ შეიქმნა 6 ქვეკომიტე, რომელმაც დაგეგმილ სამუშაოებს ორგანიზება და კოორდინირება უნდა გაუწიოს.
ორი ქვეყნის ხელისუფლებების წარმომადგენლებმა ისაუბრეს საიუბილეო ღონისძიებებზე თავიანთი უწყებების მონაწილეობაზე და მხარდაჭერა გამოუცხადეს აღნიშნული 20181214 141350სათემო ღონისძიებების განხორციელებას.
დაგეგმილი საგამომცემლო, კულტურული ღონისძიებების გვერდით შეთავაზებული იქნა, თბილისში, ოვ. თუმანიანისა და კომიტას ვარდაპეტის ცხოვრებისა და საქმიანობისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენციის ორგანიზება, ისევე როგორც პეტროს ადამიანის სახელობის სომხური სახელმწიფო დრამატული თეატრის მიმდებარე სკვერში ოვ. თუმანიანის ბიუსტის დადგმა.
კომისიის მორიგი სხდომა ეპარქიის წინამძღვარმა შეაჯამა.
წლის ბოლომდე პროგრამების წინასწარი ხარჯთაღრიცხვა წარედგინება საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროებს.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)