სიახლეები
|
2018 წლის 14 დეკემბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის ჯინიშიანის სხოვნის სახელობის დარბაზში, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის თავმჯდომარეობით, ოვანეს თუმანიანისა და კომიტას ვარდაპეტის 150-ე წლის იუბილეებისადმი მიძღვნილი ღონისძიებების სათემო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომა ეპარქიის წინამძღვარმა გახსნა, მიესალმა კომისიის სრულ მონაწილეობას და ხაზი გაუსვა ორი ქვეყნის, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს თანამშრომლის, ალექსანდრე გრიგალაშვილის და სომხეთის რესპუბლიკის კულტურის მინისტრის მრჩევლის, არუსიაკ ტერჩანიანის ყოფნას. ეპარქიის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ღონისძიებების პროგრამის შეცვლილი ვერსია წარადგინა, დასძინა, რომ შეიქმნა 6 ქვეკომიტე, რომელმაც დაგეგმილ სამუშაოებს ორგანიზება და კოორდინირება უნდა გაუწიოს. ორი ქვეყნის ხელისუფლებების წარმომადგენლებმა ისაუბრეს საიუბილეო ღონისძიებებზე თავიანთი უწყებების მონაწილეობაზე და მხარდაჭერა გამოუცხადეს აღნიშნული სათემო ღონისძიებების განხორციელებას. დაგეგმილი საგამომცემლო, კულტურული ღონისძიებების გვერდით შეთავაზებული იქნა, თბილისში, ოვ. თუმანიანისა და კომიტას ვარდაპეტის ცხოვრებისა და საქმიანობისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენციის ორგანიზება, ისევე როგორც პეტროს ადამიანის სახელობის სომხური სახელმწიფო დრამატული თეატრის მიმდებარე სკვერში ოვ. თუმანიანის ბიუსტის დადგმა. კომისიის მორიგი სხდომა ეპარქიის წინამძღვარმა შეაჯამა. წლის ბოლომდე პროგრამების წინასწარი ხარჯთაღრიცხვა წარედგინება საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროებს.
|