1geo

fb you od

ფიცის პირველი საღმრთო ლიტურგია ახალქალაქში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

480989182018 წლის 9 დეკემბერს, წმინდა ანას ორსულობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ახალქალაქის „სურბ ხაჩ“ საკათედრო ტაძარში, თავისი პირველი საღმრთო ლიტურგია აღავლინა ახლად დანიშნულმა მოძღვარმა, ღირსმა მღვდელმა ნარეკ ტიგრანიანმა. 48268855
დღე სადღესასწაულო იყო, ხოლო ეკლესია სავსე მორწმუნეებით. საღმრთო ლიტურგიას ესწრებოდნენ, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი სამველ მანუკიანი, ქალაქის და საკრებულოს თანამშრომლები. საღმრთო ლიტურგიაში მონაწილეობდა ასევე ეპარქიის წინამძღვარი, მისი ყოვლადუსამღვდელოესობა, ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი.
48281548საღმრთო ლიტურგიის მიმდინარეობისას, ეპარქიის წინამძღვარმა ეპარქიის ახალი მღვდლით შევსებისათვის, კმაყოფილება გამოუთქვა, მთავარ საკათედრო წმინდა ეჯმიაწინსა და სრულიად სომეხთა კათოლიკოსს, გარეგინ მეორეს. მეუფემ მორწმუნეებს ახლად კურთხეული და ეკლესიაში ახლად დანიშნული სულიერი მოძღვარი, ნარეკი წარუდგინა და მას კეთილი და მამაცი მოძღვრის მისია უსურვა.
წინამძღვარმა ასევე დააფასა და დალოცა „სურბ ხაჩ“ ეკლესიის მრავალწლიანი სულიერი მოძღვარი, მღვდელი ტათევ 48359274მარუქიანი, ვინც დაუღალავი მღვდლური მსახურებით ხალხისა და სასულიერო დასის ნდობა დაიმსახურა. შემდეგ სიტყვით გამოვიდა მღვდელი ტათევი და 10 წლიანი ერთობლივი მუშაობისა და მსახურებისათვის მადლობა გადაუხადა საეპისკოპოსოს თანამშრომლებს, მღვდელმსახურთა დასს, ახალქალაქის ხელისუფლებასა და სასულიერო დასს.
ამის შემდეგ ქადაგებით გამოვიდა მღვდელი ნარეკი, ვინც მადლიერება გამოუთქვა ყოველთა სომეხთა კათოლიკოსს, სემინარიატის ინსპექციას, ხელდამსხმელ მეუფეს და ეპარქიის წინამძღვარს. მორწმუნეებს დღესასწაყული მიულოცა და ღვთისმშობელს მთელი მსოფლიოს სომხების მფარველობა სთხოვა. საღმრთო ლიტურგიის დასასრულს, მღვდელ ნარეკ ტიგრანიანის საპატივცემულოდ ვიკარიატის სადღესასწაულო დარბაზში მიღება გაიმართა.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)