1geo

fb you od

ნარკოტიკების შეუქცევად შედეგებზე ლექცია „ჰაიარტუნ“ ცენტრში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

A12018 წლის 2 დეკემბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში შეკრებილები მეტად აქტუალურ და საჭირბოროტო თემაზე ლექციის მოსასმენად იყვნენ მოსულები, რომელსაც  ნარკოტიკების უბედურება 1სასულიერო და სამედიცინო კუთხით უნდა დაეყენებინა.
დარბაზში ძირითადად ახალგაზრდები იყვნენ. ლექცია ინიცირებული იყო ეპარქიის ახალგაზრდობის განყოფილების მიერ. იგი ეძღვნებოდა, ნარკომანიის წინააღმდეგ ეკლესიის პოზიციასა და ჯანმრთელობისადმი მიყენებულ ზიანს. ნარკოტიკები წლიდან წლამდე ურყევს ადამიანებს ფსიქიკას, აუბედურებს ოჯახებს, მას 2მსხვერპლად ეწირება ადამიანური სიცოცხლეები. ნარკომანია აფართოებს საზღვრებს და იგი ზოგადსაკაცობრიო უბედურება ხდება.
ეკლესიის პოზიციიდან ნარკოტიკების საშიშროებასა და მათზე ფსიქოლოგიურ დამოკიდებულებაზე ისაუბრა ღირსმა მღვდელმა ტათევ მარუქიანმა. მღვდელმა დეტალური განმარტებებით 3წარმოადგინა გამაბრუებელი წამლებით ახალგაზრდების ფანატიკური მიდრეკილება მიეცენ სატანურ ცდუნებას, რომელიც მათ ფსიქოლოგიური შოკის, ადამიანებისა და მათი ოჯახების შეუქცევადი დაკარგვისკენ უბიძგებს. თვითმკვლელობის, როგორც ეკლესიის მიერ მიუღებელი გარდაცვალების განმარტებით, მღვდელმა ტათევმა ისაუბრა ნარკომანიის, ალკოჰოლიზმისა და სიგარეტის მიმართ 4ეკლესიის უარყოფით პოზიციაზე და მათი კვალიფიკაცია მოახდინა, როგორც ნელი ნაბიჯებით თვითმკვლელები, რომლის მიზეზიც სუსტი ნებისყოფა, ბრძოლის უუნარობა, დროებითი გაბრუებისა და დავიწყებისათვის მიცემის სურვილია.
ლექცია, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებმა, ანაიტ პოდოსიანმა და ნანო ჯაღაცპანიანმა გააგრძელეს. უკანასკნელებმა სლაიდებითა და მოხსენებით წარმოადგინეს ნარკოტიკების შეუქცევადი შედეგები.
შესამჩნევი იყო დამსწრეთა სრული ყურადღება ლექციისადმი. მღვდელმა ტათევმა და სტუდენტებმა დასმულ კითხვებს უპასუხეს. დამსწრეთა მხრიდან მსგავსი ლექციათა ციკლის სხვა თემებით გაგრძელების შემოთავაზება გაკეთდა.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)