სიახლეები
|
2018 წლის 12 ნოემბერს, თბილისის წმინდა სიმონ ბარ-საბას სახელობის ასირიულ-ქალდეურ კათოლიკურ ეკლესიაში გაიმართა ლექცია-სემინარი თემაზე- „სახელმწიფო და რელიგია“. სემინარზე მიწვეული იყო ასევე საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდული ჯგუფი ღირსი მღვდლის, ჰუსიკ ჰარუთუნიანის ხელმძღვანელობით. ჯგუფის შემადგენლობაში იყვნენ, დიაკვნები ეღიშე ჰარუთუნიანი და არტაკ ანტონიანი, ეპარქიის ახალგაზრდული პროგრამების კოორდინატორი ნინა სეროპოვა და აქტიური ახალგაზრდა ემილ სარგსიანი. სემინარზე საინტერესო მოხსენებით გამოვიდა, საქართველოში ვატიკანის ელჩი, მისი ყოვლადუსამღვდელოესობა არქიეპისკოპოსი ხოსე ბეტენკური. უკანასკნელმა ვატიკანის სტრუქტურა წარადგინა, ისაუბრა პეტრე მოციქულზე, როგორც კათოლიკეთა პირველ პაპზე, რომის ამჟამინდელ ფრანცისკე პაპსა და საქველმოქმედო ორგანიზაცია „კარიტასის“ მრავალმხრივ საქმიანობაზე. ამის შემდეგ საქართველოს სომეხთა ეპარქიის დელეგაციამ შემოიარა ეკლესიაში, გაეცნო ცენტრის თეატრს, ცეკვის წრეს, მგალობელთა ჯგუფს, ასურული ენის სასწავლო საქმიანობას. საქართველოს სომეხთა ეპარქიის წარმომადგენლები, ნათელი შთაბეჭდილებებით და უამრავი სიახლის შესახებ ინფორმირებულები დაბრუნდნენ უკან.
|