1geo

fb you od

საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდული ჯგუფის ვიზიტი ასირიულ ეკლესიაში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

46146298 1161247147361229 1601241177489670144 o2018 წლის 12 ნოემბერს, თბილისის წმინდა სიმონ ბარ-საბას სახელობის ასირიულ-ქალდეურ კათოლიკურ ეკლესიაში გაიმართა ლექცია-სემინარი თემაზე- „სახელმწიფო და რელიგია“.
სემინარზე მიწვეული იყო ასევე საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდული ჯგუფი ღირსი მღვდლის, ჰუსიკ ჰარუთუნიანის 46502114 1043509339168820 8275179601634787328 nხელმძღვანელობით.
ჯგუფის შემადგენლობაში იყვნენ, დიაკვნები ეღიშე ჰარუთუნიანი და არტაკ ანტონიანი, ეპარქიის ახალგაზრდული პროგრამების კოორდინატორი ნინა სეროპოვა და აქტიური ახალგაზრდა ემილ სარგსიანი.
სემინარზე საინტერესო მოხსენებით გამოვიდა, საქართველოში ვატიკანის ელჩი, მისი ყოვლადუსამღვდელოესობა არქიეპისკოპოსი ხოსე ბეტენკური. 46082788 1161245267361417 5076694349379534848 oუკანასკნელმა ვატიკანის სტრუქტურა წარადგინა, ისაუბრა პეტრე მოციქულზე, როგორც კათოლიკეთა პირველ პაპზე, რომის ამჟამინდელ ფრანცისკე პაპსა და საქველმოქმედო ორგანიზაცია „კარიტასის“ მრავალმხრივ საქმიანობაზე.
ამის შემდეგ საქართველოს სომეხთა ეპარქიის დელეგაციამ შემოიარა ეკლესიაში, გაეცნო ცენტრის თეატრს, ცეკვის წრეს, მგალობელთა ჯგუფს, ასურული ენის სასწავლო საქმიანობას.
საქართველოს სომეხთა ეპარქიის წარმომადგენლები, ნათელი შთაბეჭდილებებით და უამრავი სიახლის შესახებ ინფორმირებულები დაბრუნდნენ უკან.