1geo

fb you od

საკვირაო წირვა-ლოცვა პანაშვიდის წესით დასრულდა PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

A12018 წლის 11 ნოემბერს, საკვირაო წირვა-ლოცვის დასასრულს, საქართველოს სომეხთა 20181111 112216 004ეპარქიის მოქმედ ეკლესიებში სულიერ მამათა თავმჯდომარეობით, სასულიერო დასისა და დიაკვანთა ჯგუფის მონაწილეობით პანაშვიდის რიტუალი შესრულდა, ლეგენდარული სპორტსმენის, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ყოფილი ელჩის იური ვარდანიანის ხსოვნისა და ავტოკატასტროფის მსხვერპლი  სომხური ჯარის 4  სამხედრო მსახურის სულთა სიმშვიდისათვის.
წირვა-ლოცვის დასასრულს, თბილისის „სურბ გევორგ“ საკათედრო ტაძარში საქართველოს სომეხთა ეპარქიის 20181111 123740წინამძღვარმა, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა სამძიმრის  სიტყვა წარმოთქვა სამშობლოს ჯარისკაცების მოულოდნელ დაკარგვასა და ღირსეული სომეხის, იური ვარდანიანის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, სანუგეშო სიტყვებით მიმართა მათ მშობლებსა და ახლობლებს და მორწმუნეებს ერის შვილების სულების მოსახსენიელებლად ერთობლივი ლოცვისაკენ მოუწოდა.
ეპარქიის წინამძღვრის თავმჯდომარეობით შესრულდა პანაშვიდი. დამსწრეებმა სანთლების დანთებითა და საკმეველის კმევით ილოცეს მსხვერპლთა სულის სიმშვიდისათვის.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)