სიახლეები
|
2018 წლის 4 ნოემბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის ეკლესიებში საკვირაო წირვა-ლოცვა აღევლინა. წირვა-ლოცვის დასრულების შემდეგ, ეპარქიის ეკლესიებში, ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის, უწმინდესისა და უნეტარესის, გარეგინ მეორის ყოველთა სომეხთა კათოლოკოსად კურთხევის და აღსაყდრების მე-19 წლისთავთან დაკავშირებით საპატრიარქო ლოცვა-კურთხევა შესრულდა. ლოცვა-კურთხევის ცერემონიამდე, მწირველმა მღვდლებმა მადლიერების და მისალოცი სიტყვით მიმართეს მორწმუნეებს, ხაზი გაუსვეს იმას, რომ მიუხედავად მათი ხარისხისა და პოზიციისა განურჩევლად ყველა დაკავშირებულია მთავარ საკათედრო წმინდა ეჯმიაწინთან და მის პატრიარქთა მმართველობასთან, ვინც წმინდა გრიგოლ განმანათლებლის მიმდევრები არიან. საქართველოს სომეხთა ეპარქიის ეკლესიებში საპატრიარქო ლოცვა-კურთხევის მიმდინარეობისას დამსწრეებმა უფლისადმი ლოცვა აღავლინეს, ყოველთა სომეხთა საპატრიარქოს, მთავარი საკათედრო წმინდა ეჯმიაწინის სიმტკიცისა და გაბრწყინების, უწმინდესისა და უნეტარესის ჯანმრთელობის, დღეგრძელობისა და მრავალწლიანი მმართველობისათვის. საპატრიარქო ლოცვა ,,დამცავი“ ლოცვით დასრულდა.
|