1geo

fb you od

საქართველოს სომეხთა ეპარქიის ეკლესიებში საპატრიარქო ლოცვა-კურთხევა შესრულდა PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

A12018 წლის 4 ნოემბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის ეკლესიებში საკვირაო წირვა-ლოცვა აღევლინა. 20180214 121942
წირვა-ლოცვის დასრულების შემდეგ, ეპარქიის ეკლესიებში, ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის, უწმინდესისა და უნეტარესის, გარეგინ მეორის ყოველთა სომეხთა კათოლოკოსად კურთხევის და აღსაყდრების მე-19 წლისთავთან დაკავშირებით საპატრიარქო ლოცვა-კურთხევა შესრულდა.
ლოცვა-კურთხევის ცერემონიამდე, მწირველმა მღვდლებმა მადლიერების და მისალოცი სიტყვით მიმართეს მორწმუნეებს, ხაზი გაუსვეს იმას, რომ მიუხედავად მათი ხარისხისა და პოზიციისა განურჩევლად ყველა 31441366 1684677241614649 3124769908215250944 oდაკავშირებულია მთავარ საკათედრო წმინდა ეჯმიაწინთან და მის პატრიარქთა მმართველობასთან, ვინც წმინდა გრიგოლ განმანათლებლის მიმდევრები არიან.  
საქართველოს სომეხთა ეპარქიის ეკლესიებში საპატრიარქო ლოცვა-კურთხევის მიმდინარეობისას დამსწრეებმა უფლისადმი ლოცვა აღავლინეს, ყოველთა სომეხთა საპატრიარქოს, მთავარი საკათედრო წმინდა ეჯმიაწინის სიმტკიცისა და გაბრწყინების, უწმინდესისა და უნეტარესის ჯანმრთელობის, დღეგრძელობისა და მრავალწლიანი მმართველობისათვის.
საპატრიარქო ლოცვა ,,დამცავი“ ლოცვით დასრულდა.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)