სიახლეები
|
2018 წლის 5 ოქტომბერს სომეხთა ეპარქიის „ყოველთა სომეხთა კათოლიკოს ვაზგენ პირველის“ სახელობის ახალგაზრდულ და სათემო ცენტრში (ხელმძღვანელი ვალერი ბადალიანი, კოორდინატორი ნინა სერაპოვა) გაიმართა პირველი ღონისძიება. აღსანიშნია, რომ ღონისძიება რელიგიურ თემაზე იყო და განხორციელდა საქართველოში ფონდ ფრიდრიხ ებერტის წარმომადგენლობითა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ინტერრელიგიური ურთიერთობების საკითხების დეპარტამენტის ინიციატივით. შეხვედრა-გამოფენას დაესწრნენ სომეხთა ეპარქიის მღვდელები, ახალგაზრდთა საკითხების დეპარტამენტის წარმომადგენლები. შეხვედრის მიზანი იყო სასულიერო პირებისა და ახალგაზრდების გაცნობა საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებულ ინტეგრაციის საკითხებს, ასოცირების ხელშეკრულებასა და უვიზო მიმოსვლის წესებს. გამოფენის წამყვანი იყო „21-ე საუკუნე“ კავშირის აღმასრულებელი დირექტორი და პროექტების ხელმძღვანელი პაატა გაჩეჩილაძე. გამოფენის გახსნის სიტყვის შემდგომ სტუმრებს და დამსწრეებს მიესალმა „სურბ გევორგ“ ეკლესიის ღრმა მღვდელმა მანუკ ზეინალიანმა და გადასცა სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანის კურთხევა. სპიკერმა დაწვრილებით წარადგინა აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებული სიახლეები. დამსწრეების შეკითხვებზე პასუხის გაცემის შემდეგ გამოფენის წამყვანმა, აგრეთვე, ინფორმაცია მიაწოდა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებებში ხელისუფლებისა და რელიგიის ურთიერთობების მოდელის შესახებ და დაწვრილებით ისაუბრა რელიგიის თავისუფლებასთან დაკავშრებულ აქტუალურ საკითხებზე. გამოფენა გაგრძელდა კითხვა-პასუხის ფორმატში, რომელიც ახალგაზრდებსა და სასულიერო პირებს შესაძლებლობა მისცა თავიანთ დასმულ კითხვებზე პასუხის მიღება სხვადასხვა და განსხვავებული შეხედულებებიდან.
|