სიახლეები
|
2018 წლის 7 ოქტომბერს, თბილისის სომხურ ეკლესიებში საკვირაო საღმრთო ლიტურგიას განსაკუთრებული მადლი ჰქონდა. ეკლესიებში იკმია იერუსალიმის სომხური საპატრიარქოს ,,სრბოც ჰაკობიანც“ დედა ტაძარში ნაკურთხი საკმელი, ზიარება იქიდან ჩამობრძანებული წმინდა სეფისკვერებით შესრულდა და საღმრთო ლიტურგიის დასასრულს მორწმუნეებმა თავიანთი სანთლები მაცხოვრის წმინდა საფლავიდან ჩამობრძანებული სანთლიდან აანთეს. თბილისის ,,სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის თავმჯდომარეობითა და სასულიერო დასის მონაწილეობით, სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული გმირის, მსოფლიოში ცნობილი შანსონიე შარლ აზნავურის სულის სიმშვიდისათვის პანაშვიდის წესი შესრულდა. რიტუალის დასასრულს ეპარქიის წინამძღვარმა სიტყვა წარმოთქვა დიდი სომეხის ხსოვნისადმი, ვინც თავისი ცხოვრებით და გარდაცვალებითაც კი მთელი მსოფლიოს წინაშე განდიდდა როგორც ღირსეული სომეხი მამულიშვილი. საერთაშორისო ხელოვნების მოყვარე საზოგადოებამ მსოფლიოში ცნობილი მომღერლის ხსოვნის წინაშე ქედი მოიხარა, გაიზიარა სომეხი და ფრანგი ხალხის დიდი ტკივილი. 7 ოქტომბერს საქართველოს სომეხთა ეპარქიის მოქმედ ეკლესიებში, საკვირაო საღმრთო ლიტურგიის შემდეგ შესრულდა პანაშვიდის წესი და ეკლესიების ეზოებში გაჟღერდა შარლ აზნავურის სრულყოფილი ხმა, მისი სიმღერების განუმეორებელი შესრულებებით.
|