სიახლეები
|
საქართველოში რაღაც მიზეზების გამო გრძელდება სომხური თემის მიერ საუკუნეების მანძილზე აშენებული საეკლესიო ნაგებობებიდან სომხური კვალის წაშლის ქმედებები. ჯერ კიდევ 2014 წლის 10 დეკემბერს, საქართველოს იმდროინდელი პრემიერ მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისადმი მიმართულ N 1-207 წერილში, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის მიერ წარდგენილი იყო საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სომხური ეკლესიების სია, რომელშიც შედიოდა ასევე მე-19 საუკუნის შუა წლებში აშენებული, სოფელ დიღმის ,,სურბ კარმირ კირაკი“ სახელობის სომხური ეკლესია. ეკლესია საბჭოთა წყობის დამკვიდრებამდე მოქმედებდა. შემდეგ საკუთარი საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა დაკარგა. ეკლესია დღემდეა შემონახული. ჯერ კიდევ 2003 წელს საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი ცხონებულ არქივმცოდნე სარგის დარჩინიანთან ერთად ეწვია ზემოთ აღნიშნულ ეკლესიას, თვითმხილველი გახდა შემორჩენილი სომხურენოვანი წარწერების და ფრესკების კვალისა, რომელიც გვარწმუნებს, რომ ეკლესია სომხურია. ეპარქიის წინამძღვარმა ისტორიულ ეკლესიაში ლოცვა აღავლინა და საგალობელი იგალობა. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში, ჩვენთვის გაურკვეველი პირების მიერ კვლავ დაიწყო სომხური კვალის წაშლის ბარბაროსული ქმედებები. მორიგი ვანდალიზმის შედეგად განადგურდა ამ ეკლესიის სომხური კუთვნილების დამადასტურებელი ფრესკები, რომელიც დაიფარა გაჯის ფენით, ან ამოფხეკით განადგურდა. საქართველოს სომეხთა ეპარქია დიდად აფასებს როგორც სომეხი ასევე სხვა ეროვნების პირებისა და უწყებების შეშფოთებას, მსგავსი ველურობის წინააღმდეგ პროტესტის გამოხატვას და ყველას მოუწოდებს მსგავს სიტუაციებში მიმართონ არა მხოლოდ ეპარქიას, არამედ სახელმწიფოს შესაბამის სტრუქტურებსაც რათა ყურადღება გაამახვილონ საქართველოში ძეგლთა განადგურების ამ დასაგმობი ტრადიციის წინააღმდეგ. საქართველოს სომეხთა ეპარქია, ამ ქმედებას საქართველოში სომხური ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის მიმართ ვანდალიზმის გამოვლინებად აფასებს, გმობს მსგავს ნაბიჯებს და სახელმწიფო სათანადო უწყებებს ყურადღების მიქცევის და შესაბამისი ზომები მიღებისკენ მოუწოდებს.
|