1geo

fb you od

გამოცდილების გაზიარების მიზნით ვიზიტი სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

A12018 წლის 6 ოქტომბერს „ჰაიარტუნ“ ცენტრის სამუშაო დღე დაიწყო სტუმარმასპინძლობით. ცენტრის სტუმრები იყვნენ სომხეთის რესპუბლიკის ნოემბერიანის #2 „ჰექიათ“ („ზღაპარი“) ბაგა-ბაღის მასწავლებლები, დირექტორ ფარანძემ ხანგელდიანის ხელმძღვანელობით.
სტუმრებს დახვდა სომეხთა ეპარქიის განათლების განყოფილებისა და „ჰაიარტუნ“ ცენტრის ხელმძღვანელმა ევგენია მარკოსიანმა. მასთან ერთად სამშობლოდან ჩამოსულმა განათლების სფეროს თანამშრომლებმა  მოინახულეს  კუტლურულ-საგანმანათლებლო და 20181006 111545ახალგაზრდული ცენტრი, გაიცნეს ცენტრის საქმიანობის ფუნქციებსა და მიზნებს, ასევე, ეროვნული კულტურის, ენისა და რწმენის შენარჩუნების მიზნით განხორციელებულ პროგრამებს.
„ჰექიათ“ ბაგა-ბაღის მასწავლებლების ვიზიტის მიზანი სომეხთა ეპარქიის განათლების განყოფილების, კერძოდ, ბაგა-ბაღის საქმიანობის გაცნობა იყო. სტუმრებმა მოინახულეს „სურბ მოვსეს ხორენაცი“ ბაგა-ბაღი და ისაუბრეს სკოლამდელ განათლების მიღების 20181006 114904თავიანთ გამოცდილებაზე, ხაზი გაუსვეს იმ მნიშვნელობას, რომ სამშობლოს ფარგლებს გარეთ აუცილებელია ბავშვს  ჰქონდეს საშუალება სომხური აღზრდის მიღების, საკუთარ კულტურის გაცნობისა და, რა თქმა უნდა, სკოლისთვის მზაობის.
შეხვედრა, აგრეთვე, საქმიანი იყო, დრო დაეთმო კითხა-პასუხს, რომლის შემდეგ „ჰექიათ“ ბაგა-ბაღის მასწავლებლების ორგანიზებით ბავშვებმა რამდენიმე თამაში ითამაშეს და მასტერკლასიც ჩაატარეს. „სურბ მოვსეს ხორენაცი“ ბაგა-ბაღის ბავშვებმა, ასევე, ლექსებითა და სიმღერებით უპასუხეს მათ მიერ დასმულ რამდენიმე შეკითხვას.
ნოემბერიანის #2 ბაგა-ბაღის დირექციამ „სურბ მოვსეს ხორენაცი“ ბაგა-ბაღის მასწავლებლებს დაპატიჟა ნოემბერიანში „ჰექიათ“ ბაგა-ბაღის საქმიანობის გაცნობის მიზნით. დიდი სიყვარულით მოწვევა მიღებულია.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)