1geo

fb you od

გერმანიის ლუთერული ეკლესიის სინოდის წევრები სომხურ საკათედრო ტაძარს ეწვივნენ PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

A12018 წლის 27 სექტემბერს, თბილისის ,,სურბ გევორგ“  საკათედრო  ტაძარში საღამოს ღვთისმსახურებას თავისი  კურთხეული დასწრებით პატივი დასდო გერმანიის ვიურტემბერგის შტატის ლუთერული ეკლესიის სინოდის წევრთა დელეგაციამ, საქართველოში ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოსის, 20180927 170639მარკუს შოხის ხელმძღვანელობით. დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ სინოდის ვიცე-პრეზიდენტი თემურ ბარდაველიძე, შტუტგარტის ევანგელური ეკლესიის სინოდის წევრები, საქართველოში ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის მორწმუნეები.
სტუმრებს საქართველოს სომეხთა ეპარქიის ,,სურბ გევორგ“ საკათედრო ტაძრის სულიერი მოძღვარი მღვდელი მანუკ ზეინალიანი და მღვდელი კირაკოს სიმონიანი დახვდნენ.
სტუმრები საღამოს ღვთისმსახურებას დაესწრნენ, ხოლო შემდეგ სომხური ტაძრის თაღებ ქვეშ  საკუთარი ლოცვა აღავლინეს.
ღვთისმსახურების შემდეგ, მღვდელი მანუკი  მიესალმა ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის მორწმუნეებს და მათ  საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის,  მისი 20180927 172933ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოსის, ვაზგენ მირზახანიანის კურთხევა და მოკითხვა გადასცა. მღვდელმა სტუმრებს წარუდგინა ჰოვნათანიანთა ოჯახის ნიჭიერ წარმომადგენელთა ხელით შესრულებული ფრესკები, მოუთხრო ეკლესიის ისტორია  და სტუმრები სასადილო ოთახში გამასპინძლებაზე მიიწვია.
ჩაის სუფრის გარშემო მღვდელმა მანუკმა სტუმრებს ინფორმაცია მიაწოდა  20180927 174332საქართველოს სომხური თემის, საქართველოში სომეხთა სასულიერო ეპარქიის ჩამოყალიბებასა  და სხვა საკითხებზე. გერმანელმა სტუმრებმა უამბეს შტუტგარტის სომხურ თემთან არსებულ ურთიერთობებზე, ხაზი გაუსვეს სომხური თემის მიერ ყოველწლიურად გამართულ  გენოციდის  მსხვერპლთა ხსენების ღონისძიებებში მათ მონაწილეობას, სირიელ ლტოლვილთა მიღების საქმეში სომხური თემის დახმარებას, ისევე როგორც  შტუტგარტში გამართულ ყოველწლიურ   ეკუმენურ ლოცვაში ევანგელურ- ლუთერული და ადგილობრივი სომხური ეკლესიის ერთიანობას.
გერმანელ სტუმრებთან ერთად  ჩაის სუფრასთან შეკრება კითხვა-პასუხის რეჟიმში, თბილ და მეგობრულ გარემოში წარიმართა.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)