1geo

fb you od

სვეტლანა ტატოევას შემოქმედებითი საღამო ლუთერანულ ეკლესიაში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

A12018 წლის 15 სექტემბერს, თბილისის ლუთერანულმა ეკლესიამ გულთბილად უმასპინძლა თბილისის ხელოვნების მოყვარე საზოგადოებას, სადაც საქართველოს სომეხთა ეპარქიის ,,სურბ გევორგ“ საკათედრო ტაძრის ,,მაკარ ეკმალიან“ მგალობელთა გუნდის ხელმძღვანელის სვეტლანა ტატოევას შემოქმედებითი საღამო გაიმართა.
ეკლესია ხალხმრავალ საკონცერტო დარბაზად იყო გადაქცეული, აქ შეკრებილნი იყვნენ სვეტლანა ტატოევას საშემსრულებლო ხელოვნების თაყვანისმცემლები, მისი ხელოვნების ხიბლით კიდევ ერთხელ სიამოვნების მოლოდინით. ბუნებრივად დაჯილდოებულმა ლამაზმა ხმამ, მშვენიერმა გარეგნობამ, საშემსრულებლო ოსტატობამ სვეტლანას დიდი აღიარება და დაფასება მოუტანა.
სვეტლანა ტატოევამ რთული მაგრამ ერთგული შემოქმედებითი გზა განვლო. გამოდიოდა სხვადასხა სცენაზე ასევე თბილისის სომხურ თეატრში, გამოირჩეოდა კლასიკური მუსიკის ნიმუშების ოსტატური შესრულებით. სხვადასხვა კონკურსების მონაწილემ და ლაურეატმა სულის ძახილით, შინაგანი მოწოდებით საკუთარი ადგილი სომხურ ეკლესიაში ჰპოვა და მის მგალობელთა გუნდს შეუერთდა.
დამსწრეებმა სიამოვნებით უყურეს სვეტლანა ტატოევას ცხოვრების გზის ამსახველ ვიდეოფილმს, რომელსაც ჰარმონიულად ერწყმოდა მის მიერ სხვადასხვა წლებში 20180915 182452შესრულებული კლასიკური მუსიკის ნიმუშები. ეკრანიდან გაჟღერდა ასევე მისი ხელოვნების უმაღლესი შეფასება, რომელსაც უხვად გამოთქვამდნენ მუსიკალური ხელოვნების მეცნიერები, კომპოზიტორები და მომღერლები.
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში მუსიკალური ხელოვნების სწავლების რთული საქმის გაგრძელებით, სვეტლანა ტატოევა მიეძღვნა ეკლესიის მგალობელთა გუნდის სრულყოფას, სომხური ეკლესიის მგალობელთა გუნდისთვის ოთხ-ხმოვანი საღმრთო ლიტურგიის სწავლებით. მისი ძალისხმევით ეკლესიის მგალობელთა გუნდი მალევე დახელოვნდა, საღმრთო ლიტურგია გახდა უფრო ემოციური, საგალობლები უფრო სულში ჩამწვდომი და ამაღელვებელი, მგალობელთა გუნდისთვის ,,მაკარ ეკმალიან“ სახელის ტარების პატივის დამსახურებით.
სვეტლანა ტატოევას ნიჭიერ მომღერლად ყოფნასთან ერთად, სწავლების დიდი ნიჭი აქვს, შეუძლია ახალგაზრდებს სიყვარული ჩაუნერგოს კლასიკური მუსიკისა და სიმღერის მიმართ, ასწავლოს მათ საშემსრულებლო ოსტატობა. მისი მოსწავლეები ბრწყინვალედ ირიცხებიან თბილისისა და ერევნის სახელმწიფო კონსერვატორიებში, გამოდიან დიდი თეატრების სცენებზე.
ამიტომ შემთხვევითი არ იყო, ის რომ საყვარელი მასწავლებლისთვის მისალოცად და მასთან ერთად სამღერად ერევნიდან სპეციალურად იყო ჩამოსული ტატოევას მოსწავლე, ამჟამად კომიტასის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტი რუბენ ოსკანიანი. კონცერტზე გამოვიდა ასევე მისი მეორე მოსწავლე, ამჟამად 20180915 190435თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის მაგისტრატურის სტუდენტი, ანი ღუშჩიანი.
ეკლესიაში სუფთა ჟღერადობით გავრცელდა შუბერტის, ცაბაძის, შოპენის, ჩაიკოვსკის, ბიზეს, შტრაუსის, რახმანინოვის და სხვათა კლასიკური სიმღერები სვეტლანა ტატოევასა და მისი მოსწავლეების ანა ჰოვანისიანის, ანი თოროსიანის, პარტნიორის ლეილა გოცირიძის შესრულებით. განსაკუთრებით განსაცვიფრებელი იყო მიხაილ ნაზაროვის, ნიკა ღაზარიანის, სერგო ნაზაროვისა და ჰრაჩია ასატუროვის შემადგენლობით ,,მაკარ ეკმალიან“ მგალობელთა გუნდის, ვაჟთა ოთხეულის შესრულებები, რაც ქორმაისტერი პედაგოგის დიდი ღვაწლია.
ნანატრმა სიმღერამ და დამატყვევებელმა მელოდიამ დამსწრეები მოაჯადოვა რათა ესიამოვნათ ხელოვნების შედევრების საოცარი შესრულებით. კონცერტი კარენ მირზოიანისა და თამარ მახარაძის ფორტეპიანოსა და არტემ ალაბულიანცის ალტის აკომპანიმენტით მიმდინარეობდა.
მაყურებელი საკუთარ აღფრთოვანებას მხურვალე ოვაციებითა და ფერადი თაიგულების მირთმევით გამოხატავდა. სვეტლანა ტატოევასადმი მიძღვნილი საკუთარი ლექსი წაიკითხა მარინა კირაკოსიან-მოსესოვამ.
კონცერტის დასასრულს, ეკრანიდან გაჟღერდა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრისvcv მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის კურთხწვის სიტყვა და მაღალი შეფასება, ღვაწლმოსილი ქორმაისტერის, ცნობილი მომღერლის სვეტლანა ტატოევას მიმართ, ვინც სამშობლოს მხრიდან უყურადღებოდ არ დარჩენილა და კომიტასის სახელობის მედალი დაუმსახურებია.
ხოლო თბილისის ,,სურბ გევორგ“ საკათედრო ტაძრის სულიერმა მოძღვარმა მღვდელმა, მანუკ ზეინალიანმა, ვინც სასულიერო დასთან ერთად ისიამოვნა საღამოთი, მიულოცა ქალბატონ სვეტლანას და უსურვა მარად და ყველგან საშემსრულებლო დიდი ოსტატობით გააგრძელოს  სასულიერო და კლასიკური მუსიკის გაჟღერება. სულიერმა მამამ ეპარქიის სახელით მას ფერწერული ტილო გადასცა - კოლორიტულ ძველ თბილისურ სტილში. სვეტლანა ტატოევას შემოქმედებითი საღამო მისი ხელმძღვანელობით, „მაკარ ეკმალიან“ მგალობელთა გუნდის საოცარი შესრულებებით დასრულდა.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)