1geo

fb you od

ჯვრის განდიდების დღესასწაული სომეხთა ეპარქიაში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

Aსომეხთა ეპარქიაში აღნიშნეს სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის ხუთი ძირითადი დღესასწაულიდან ბოლო ‘ხაჩვერაცი’ ანუ ჯვრის განდიდების დღესასწაული.01
2018 წლის 16 სექტემბერს დღესასწაული საქართველოს სომეხთა ეპარქიის ყველა ეკლესიაში აღნიშნეს საღმრთო ლიტურგიით.
ყველა სომხურ ეკლესიაში ხახლმრავლობა იყო. წმიდა საკურთხეველზე აღმატებული იყო რეჰანით გაფორმებული ჯვარი. საღმრთო ლიტურგიის დროს მწირველმა მეუფეებმა სათანადოდ იქადაგეს დღის 1მნიშვნელობის შესახებ, მორწმუნეებს მიამბეს ტყვეობიდან ღმერთის ჯვრის განთავისუფლებისა და გოლგოთაზე აყვანის შესახებ, საიდანაც დღესასწაული დაარქვეს „ხაჩვერაცი“ ან „სრბხეჩი“. მათ ისაუბრეს, ასევე რწმენის აუცილებლობასა და ჯვრის მნიშვნელობის შესახებ და დამსწრეებს მიუწოდეს იცხოვრონ რწმენითა და ქრისტიანული წესებით. 41984615 2239747972932770 1509370620142419968 n
დღესასწაული აღნიშნავენ დიდი ზეიმით. საღამოს ერთ თეფშზე დებენ ხისგან დამზადებული ჯვარი, რომელიც აფორმებენ რეჰანით და ზედ ასხავენ ვარდის წყალს, 3რის შემდეგ ჯვარი მოაქვთ ეკლესიაში. მოხარულია ზეცა, ზეიმობს დედამიწა და ბრწყინავს ეკლესია, რადგან შეამკეს ულამაზესი გვირგვინით, რომელშიც არის იესო ქრისტეს სისხლი. 4
იმავე დღეს თემის ყველა ეკლესიაში გაიმართა წმიდა ჯვრის განდიდების უდიდესი ცერემონია. ყველა ეკლესიაში მწირველი მეუფეების 5თანლხებით ჯვარი დაატრიალეს ეკლესიის გარშემო და წმინდა ვარდის წყლით აკურთხეს ხალხი, რის შემდეგ აკურთხეს რეჰანი, რომელიც ჯვრის ყვავილად არის მიჩნეული, და დაარიგეს მორწმუნეებს.
ახალქალაქში მეუფეების თანლხებით წმინდა ჯვარი დაატრიალეს ქალაქის ყველა ქუჩაში და 8მიულოცეს ხალხს, ხოლო ნინოწმინდაში „სურბა სარგის“ ეკლესიაში ჩატარებული საღმრთო ლიტურგიის მერე ხალხი 9დაესწრო დღესასწაულს მიძღვნილ „რაფაელ-ჯავახ“ ცენტრის ორგანიზებულ კონცერტს. ბათუმის „სურბ ფრკიჩ“ ეკლესიაში კი წელსაც არ დაარღვიეს ტრადიცია და დღესასწაულის აღნიშვნასთან ერთად დამსწრეებს უმასპინძლეს ჰარისით.
ჯვრის განდიდების დღესასწაული აღნიშნეს თბილისის სურბ  ეჯმიაწინისა და სურბ  გევორგის, ახალციხეს წმიდა გრიგორ ლუსავორიჩის, ქვემო ქართლის მარნეულის, თეთრიწყაროს, წალკის რაიონებსა და სოფლებში არსებულ ყველა სომხურ ეკლესიაში.   ხოლო ორშაბათს  სომეხთა ეპარქიის ეკლესიებში წირვა-ლოცვა ჩაატარეს მიცვალებულების სხვონისადმი.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)