1geo

fb you od

აშუღი ჰავასის სიმღერის დღესასწაული აიაზმაში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

A112018 წლის 2  სექტემბერს, წალკის რაიონის სოფელ აიაზმაში    ხალხური სიმღერის ზეიმი გაიმართა, რომელიც მიეძღვნა ამ სოფლის მკვიდრის გუსან ჰავასის (არმენაკ პარსამის ძე მარკოსიანი) ხელოვნებას.   ტრადიციული ზეიმი ასევე სომხური ვოკალური  ხელოვნების  განდიდება იყო.1
გუსანმა ჰავასიმ დაწერა 2000 სიმღერა და 1500 ტაეპი, მელოდიები,   შემოქმედებით გამოეხმაურა თავისი ეპოქის ყველა საკითხს. მისი ნააზრევი ყოველთვის ახლებურად გამოიხატებოდა სამშობლოს, მშობლიური სოფლის, საყვარელი არსებისადმი მიძღვნილი სიმღერებით  და ლექსებით.   
სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილი ხალხი  აქ იყო მოსული გუსანური სიმღერის ხიბლით დასატკბობად, რომ ერთხელაც შეეგრძნო ამ მიწა-წყლით შთაგონებული და ამ ხალხის წიაღიდან გამოსული ჰავასის შექმნილი სიმღერა და ტაეპები, მუსიკა და ლექსებით გადმოცემული იდეები.
2ცერემონიას ესწრებოდნენ წალკის რაიონის საკრებულოს თავმჯდომარე   ირაკლი გიგინეიშვილი,   წალკის მუნიციპალიტეტის მერი ილია საბაძე, საქართველოს სომეხ მწერალთა   "ვერნატუნ" კავშირის თავმჯდომარე   ჟორა სნხჩიანი, პოეტი ალბერტ ისოიანი, საქართველოს სომეხთა ეპარქიის  "ჰაიარტუნ" ცენტრის შემოქმედებითი ჯგუფები, ევგენია მარკოსიანის ხელმძღვანელობით. დღესასწაულს ესწრებოდნენ გუსან ჰავასის    ნათესავები.3
დღესასწაულის დაწყებამდე საქართველოს სომეხთა ეპარქიის წალკის რაიონის თემების სულიერმა მოძღვარმა ღირსმა მღვდელმა ღევონდ თოფაშიანმა და დიაკვანმა კამო თაზაიანმა ჰავასის მემორიალთან პარაკლისი აღავლინეს.
საზეიმო დღესასწაული გახსნა  წალკის მუნიციპალიტეტის  კულტურის, სპორტისა და ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, იური ხეჩოიანმა,      რომელმაც თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა იმას, რომ დღესასწაულს საფუძველი ჩაეყარა 1991 წელს,   ტრადიციად იქცა და ყოველწლიურად ტარდება 4სომხეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სახალხო არტისტის გუსან ჰავასის ზეიმი,   გასცდა თემის ფარგლებს, იქცა რეგიონალური მასშტაბის ზეიმად, ასევე სომხურ-ქართული მეგობრობის გამოხატულებად, რომელსაც ესწრებიან მაღალი თანამდებობის პირები, სტუმრები  საქართველოსა და 5სომხეთის სხვადასხვა რაიონებიდან, აშუღური სიმღერის თაყვანისმცემლები თბილისიდან და ერევნიდან.    
გამომსვლელებმა  დააფასეს სამი წლის ასაკში ჩუტყვავილას შედეგად უსინათლოდ დარჩენილი, მაგრამ   ცხოვრებისადმი ოპტიმისტურად განწყობილი დიდი გუსანის მსოფლმხედველობა და მდიდარი შინაგან სამყარო, სიმღერით გამოხატული მისი ფილოსოფიური და  დიდაქტიკური  ლექსები, რომლებიც დღესაც აქტუალურია და გაჯერებული სიყვარულით,    ერებს შორის მეგობრობით, პატრიოტიზმის და მეგობრობის იდეებით.
6კონცერტის წამყვანი გახლდათ იური ჰანესიანი. დაიწყო მხიარული საზეიმო კონცერტი - ქართული და სომხური სიმღერისა და ცეკვის   პროფესიონალური შესრულებებით, წალკის რაიონის შემოქმედებითი ჯგუფების შესრულებით. აიაზმაში ისევ გავრცელდა უკვდავი ჰავასის სიმღერის ჰანგები ნიჭიერი შემსრულებლების - ჰაიასტან ისპირიანის და ედუარდ თამარიანის შესრულებით. სომხური ცეკვა წარმოადგინა სოფელ ოზნის  ცეკვის ჯგუფმა. ზეიმში საზეიმო პროგრამით მონაწილეობა მიიღო საქართველოს სომეხთა ეპარქიის "ჰაიარტუნ" ცენტრმა, სოლისტების - ჰენრიხ პეტროსიანის, აიდა ბაზოაინის, დოლისა და დუდუკის ჯგუფების, „ტარონ“    ცეკვის ანსამბლის ლამაზი შესრულებებით.
გუსან ჰავასის დღესასწაული დასრულდა წალკის მუნიციპალიტეტის მოწყობილი წვეულებით.