1geo

fb you od

ბავშვების მხიარული დასვენება ახალქალაქის „სურბ ხაჩ“ ეკლესიის ეზოს ბანაკში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

20180810 1039352018 წლის 1 აგვისტოს  ახალქალაქში დაიწყო ტრადიციული ქრისტიანული „სურბ ხაჩ“ ეზოს ბანაკის საქმიანობა, რომელიც წლების მანძილზე მოქმედებს     სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო ეპარქიალური ვიკარიატის ახალქალაქის „სურბ ხაჩ“ ეკლესიის ეგიდით, და თავის პროგრამაში  წელსაც ჩართო სხვადასხვა ასაკის ბავშვები და მათი ზაფხულის დასვენება აქცია კოორდინირებული, ჯანსაღი, და  გაჯერებული მხიარული ღონისძიებებით.    
საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის,  მისი 20180810 103640ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს  ვაზგენ მირზახანიანის კურთხევით ბანაკის მფარველობა იკისრა „ჯინიშიანის ხსოვნის ფონდმა“.  ახალქალაქისა და მიმდებარე სოფლებში 150-მდე ბავშვმა 15 დღის განმავლობაში ზაფხულის დღის დასვენებას აქ გაატარა. პროგრამის თანახმად, ბავშვების დღე იწყებოდა „სურბ ხაჩ“ ეკლესიაში, საუფლო ლოცვით და „არავოტ ლუსო“ შარაკანის შესრულებით. ბანაკის პერიოდში ბავშვები მონაწილეობდნენ  სულიერ  საუბრებში, სწავლობდნენ ლოცვებს, ხალხურ  სიმღერებს და ცეკვას,  თამაშობდნენ  სპორტულ  და ინტელექტუალურ  თამაშებს, ახალ  მეგობრებს და ნაცნობებს იძენდნენ.   
20180810 1032592018 წლის 10 აგვისტოს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა, ღირსი მღვდლის, ტათევ მარუქიანის თანხლებით, ახალქალაქის „სურბ ხაჩ“ ეკლესიაში ბანაკის ბავშვებთან ერთად მონაწილეობა მიიღო საღამოს ღვთისმსახურებაში. შემდეგ ეპარქიის წინამძღვარი ესაუბრა ბავშვებს, დაინტერესდა მათი ყოველდღიურობით  და   უსურვა ბედნიერი და საინტერესო დასვენება.
საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა კურთხევის და დაფასების სიტყვით მიმართა „ჯინიშიანის ხსოვნის ფონდს“, სპონსორობისთვის, და ახალქალაქის რაიონის გამგეობას, ახალქალაქის საქალაქო პარკის,   მიმდებარე მოედნის და   სპორტული მოედნის ტერიტორიის გამოყოფისთვის, ბავშვების ზაფხულის დასვენების საინტერესოდ და  ნაყოფიერად გასატარებლად.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)