1geo

fb you od

თბილისელმა სომეხმა ახალგაზრდებმა მონაწილეობა მიიღეს ჯინიშიანის ფონდის ტრენინგებში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

A12018 წლის 22 -25 ივლისს,  საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდული განყოფილების ოთხმა აქტივისტმა სომხეთის რესპუბლიკის აღვერანის კურორტზე მონაწილეობა მიიღეს ჯინიშიანის ხსოვნის ფონდის ორგანიზებულ სამოქალაქო განათლების ტრენინგებში.  ფონდის მიზანია აღნიშნული ტრენინგების მეშვეობით ახალგაზრდების დახმარება თავიანთი განზრახვების სხვადასხვა პროექტების და პროგრამების ფორმით გამოხატვაში და საუკეთესო მათგანის განხორციელების მხარდაჭერა.   
ტრენინგში მონაწილეობდნენ ერევნის, ვანაძორის, გორისის   და თბილისის ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები.საქართველოს სომეხთა ეპარქიის   ახალგაზრდულ განყოფილებას წარმოადგენდნენ ეპარქიის აქტიური წევრები ემილ სარგსიანი, სტეფან ევაჯიანი, როზიტა გამბაროვა და ანა მისკარიანი. ეს უკანასკნელები გამოვიდნენ ინიციატივებით, რომლებიც ეხება  თბილისის ვერის სასაფლაოს და სომეხ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონის კეთილმოწყობის სამუშაოებს, რაც პერიოდულად 1 2ხორციელდება    ახალგაზრდა მოხალისეების მიერ. საქართველოს სომეხმა ახალგაზრდებმა ასევე წარმოადგინეს საზღვრისპირა სოფლებში საერთო ნათლობების  საკითხი, ასევე ნათლობების გააქტიურების საკითხი, რამაც დაიმსახურა ფონდის ხელმძღვანელების მოწონება და გახდა განხილვის საგანი.  
ტრენინგის მონაწილეებმა ასევე მოისმინეს   სომხური  კულტურული ფასეულობების შენარჩუნებისა და განვითარების, ეროვნულობის შენარჩუნების საკითხებზე ლექციები.   
ტრენინგები ასევე მიზნად ისახავდა თამაშ-კონკურსების მეშვეობით სხვადასხვა ადგილებიდან ჩამოსული ახალგაზრდების დაახლოებას, რაც ხელს შეუწყობს შემდგომი თანამშრომლობის განვითარებას და გაღრმავებას.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)