1geo

fb you od

კონფერენციაზე საქართველოს სომეხთა ეპარქიამ თავისი პრობლემები წარმოადგინა PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

A12018 წლის 17 ივლისს თბილისის სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“  საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი მესამე კონფერენცია გამართა, თემაზე - „ინტერრელიგიური დიალოგი მშვიდობისათვის“ – „რელიგიების როლი საქართველოში - 1918-2018 წ.წ“. კონფერენციის ინიციატორი და ორგანიზატორი  საქართველოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო იყო.
კონფერენციას საქართველოში არსებული რელიგიური ორგანიზაციების, საქართველოს ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
კონფერენციას თავისი კურთხეული დასწრებით პატივი დასდო საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, 2ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა, ეპარქიის სამართლებრივ და თანამშრომლობის საკითხთა განყოფილების დირექტორის, მიქაელ ავაგიანის და წინამძღვრის თანაშემწის, დიაკვან გევორგ ანტონიანის, თანხლებით.
კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ მიმართა, რომელმაც ხაზი გაუსვა  უკანასკნელ ათწლეულში რელიგიურ ნიადაგზე მსოფლიოში არსებულ გამოწვევებს, დააფიქსირა აღიარებასა და სოლიდარობაზე დაფუძნებული,   პასუხიმგებლობის გრძნობით,  საქართველოს   სახელმწიფოს, როგორც სეკულარულ   ქვეყანასა და მოქმედ რელიგიურ  თემებს შორის ურთიერთობები, რითაც ხელმძღვანელობს      რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო.  
თემაზე გამოსვლები ჰქონდათ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს გიორგი ვოლსკის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს სოფიო კილაძესდა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს მარია ჯაშს.   
კონფერენციაზე ვრცელი მოხსენებით გამოვიდა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი  მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი  (იხ: ). მოხსენება წარმოადგინა 4მიქაელ ავაგიანმა.   ისაუბრა რა, საქართველოს სომხური სათვისტომოს როლზე საქართველოს დამოუკიდებლობიდან მოყოლებული და შემდგომ მის განვითარების საქმეში, ხაზი გაესვა სომეხთა ეკლესიის, საქართველოს სომეხთა ეპარქიის  და მის გარშემო კონსოლიდირებული სომხების სახით, რომელთათვის საქართველო სამშობლოა, წვლილს ქვეყნის  ეკონომიკური, სოციალური და კულტურული განვითარების და პროგრესის საქმეში. წინამძღვრის გამოსვლაში   მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო  საბჭოთა პერიოდში დახურულ ტაძრებს, ეკლესიებს, ჩამორთმეულ  საეკლესიო ქონებას, რომელიც, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, აღარ  დაუბრუნდა მათ  კანონიერ  მფლობელებს და ჯერ ისევ არის  რელიგიური უმცირესობების მიმართ დისკრიმინაციის გამოხატულება. მეუფე ვაზგენის გამოსვლა შეეხო ასევე    დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს პოლიტიკას საქართველოში რელიგიური შემწყნარებლობის  ატმოსფეროს დამკვიდრების საქმეში.
კონფერენციაზე შეფასება მიეცა რელიგიის საკითხთა  სახელმწიფო სააგენტოს საქმიანობას და აღნიშნული ღონისძიების ორგანიზებას.

 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)