სიახლეები
|
2018 წლის 25 ივნისს ახალციხის სულიერმა ინსპექციამ ადგილობრივი ხანდაზმული და მარტოხელა პენსიონერებისთვის საქველმოქმედო სადილი მოაწყო. სადილს დაესწრო ასამდე პირი. "ახალციხის" სიმღერისა და ცეკვის ანსამბლმა, სომხური სკოლის ჯგუფთან ერთად, ნამდვილ დღესასწაულად აქცია ხანდაზმულთათვის მოწყობილი ქველმოქმედება. სუფრასთან მაღალი განწყობა იყო, ერთად შესრულდა სიმღერა და ცეკვა, ყველა მხიარულობდა. საქველმოქმედო სადილის მონაწილე მრავალმა სომეხმა, ქართველმა და სხვა ეროვნების წარმომადგენლებმა მადლიერება გამოუხატეს სომეხთა სამოციქულო წმიდა ეკლესიას, ახალციხისა და ბორჯომის რაიონების სულიერი მეთვალყურის, მღვდელმონაზონ ჰაკობ საჰაკიანის და ახალციხის რაიონის სულიერი მოძღვრის, ღირსი მღვდლის, თორგომ ვარდანიანის სახით, მსგავსი მშვენიერი ღონისძიების ორგანიზებისა და მათთვის ზეიმის მოწყობისთვის. ახალციხის სულიერი ინსპექცია დაჰპირდა, რომ ღვთის ნებით მსგავს ინიციატივებს უწყვეტი ფორმა ექნება და მასში ჩაერთვება მრავალი ახალი პირი, ეროვნებისა და რელიგიის მიუხედავად.
|