სიახლეები
|
საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში , 2018 წლის 31 მაისს, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, მეუღლესა და დელეგაციის წევრებთან ერთად ეწვია "ჰოვანეს თუმანიანის სახლი“ სამეცნიერო და კულტურულ ცენტრს. "ჰოვანეს თუმანიანის სახლი“ ცენტრის ხელმძღვანელმა გისანე ჰოვსეფიანმა წარმოადგინა სრულიად სომეხთა პოეტის ყოფილ ბინაში მოქმედი ცენტრის საქმიანობა, რომლის მისია თუმანიანისეული ატმოსფეროს შენარჩუნებაა, სომხურ- ქართული მეგობრული კავშირების განვითარება და გაღრმავება, რაც ხორციელდება შეხვედრების, პრეზენტაციების, დებატების, თოჯინების თეატრის წარმოდგენების მეშვეობით. შემდეგ სტუმრებმა უყურეს თუმანიანის სახლში მოქმედი თოჯინების თეატრის ხელმძღვანელის, მეთოჯინე არმენ ჰოვანისიანის დადგმული სპექტაკლს „ბარეკენდანი“. საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრი და დელეგაციის წევრები მიიწვია ჩაის სუფრაზე, ჩაის სმა იყო თუმანიანის სახლის ლამაზი ტრადიცია. ამ განახლებულმა ტრადიციამ ჩაირა თბილ ატმოსფეროში. სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრი და დელეგაციის წევრები ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაემგზავრნენ ჯავახეთში, სადაც შეხვედრები გაიმართა წალკის რაიონის სოფელ აიაზმაში, ნარდევანში, ნინოწმინდის რაიონის სოფლებში ფოკა, განძა, სათხა, ნინოწმინდის კულტურის სახლში, ახალქალაქის „სურბ ხაჩ“ ეკლესიაში და ახალქალაქის კულტურის სახლში.
|