2018 წლის 30 მაისს, საქართველოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკის დელეგაცია ეწვია, ახლად არჩეული პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის, ხელმძღვანელობით. თბილისის აეროპორტში გაიმართა სტუმრების დახვედრის საზეიმო ცერემონია. დამხვედრთა შორის იყო საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი. დედა სამშობლოს მთავრობის ახლად არჩეული წევრები, რომელთათვის ვიზიტს ასევე ჰქონდა გაცნობითი ხასიათი, იმავე დღეს ეწვივნენ საქართველოს სომეხთა ეპარქიის ავლაბრის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიას და „ჰაიარტუნ“ საგანმანათლებლო, კულტურულ და ახალგაზრდულ ცენტრს. სომხეთის რესპუბლიკის ვიცე პრემიერ ტიგრან ავინიანს და მთავრობის სხვადასხვა დარგების მინისტრებს დახვდნენ მღვდელმსახურები და ეპარქიის საერო პერსონალი, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანის ხელმძღვანელობით. წინამძღვარმა და განყოფილებათა ხელმძღვანელებმა სტუმრებს წარუდგინეს ეპარქიის განათლების, კულტურის და ახალგაზრდობის განყოფილებათა საქმიანობა და მადლობა გადაუხადეს სომხეთის რესპუბლიკას, ეპარქიასთან მოქმედი ცენტრების მხარდაჭერის და დახმარებისთვის. დღის მეორე ნახევარში პრემიერ-მინისტრი ფაშინიანი და დელეგაციის წევრები ეწვივნენ სომეხ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა ხოჯივანქის პანთეონს. მათ პანთეონში დახვდა საქართველოს სომეხთა სათვისტომოს უამრავი წარმომადგენელი, სულიერი მსახურის მღვდელ კირაკოს სიმონიანის ხელმძღვანელობით. პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა და დელეგაციის წევრებმა ყვავილებით შეამკეს ჰოვანეს თუმანიანის, რაფის, სუნდუკიანის და სხვა სომეხ დიდებულთა საფლავები, შემდეგ ისინი გაემგზავრნენ „სურბ გევორგ“ საკათედრო ტაძარში. მეიდნის უბანი სავსე იყო ხალხით. თბილისის სომხური სათვისტომოს ათასობით წევრი მოსული იყო სამართლიანობისთვის ბრძოლის ლიდერთან შესახვედრად. სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს და დელეგაციის წევრებს დახვდა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი, მღვდელმსახურებთან ერთად. ეკლესიის ეზოში ნიკოლ ფაშინიანს დახვდენენ ტრადიციული პურითა და მარილით. პრემიერ-მინისტრმა და დელეგაციის წევრებმა ყვავილებით შეამკეს საიათნოვას საფლავი. ეკლესიაში მისასალმებელი სიტყვა თქვა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა. მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ. პრემიერ-მინისტრს მიულოცა სახალხო ერთიანი მოძრაობის დასრულება, პრემიერ-მინისტრად არჩევა და სომხეთის პირველი რესპუბლიკის 100 წლის იუბილე. და უსურვა მას, ვინც შექმნა სომხეთის აყვავების და წარმატების ხედვა, იკისროს მაგ ხედვის განხორციელების მძიმე ტვირთის ტარება, გააგრძელოს გამარჯვებული სვლა წინ, სრულიად სომეხთა ერთიანობით. დამსწრეებს მოუწოდა პრემიერ-მინისტრის გვერდით ყოფნისკენ, რათა შეუმსუბუქონ მძიმე ტვირთი და რეალობად აქციონ აყვავებული, გამარჯვებული და მშვიდობიანი სამშობლოს შექმნის იდეა. მეუფემ დააფასა საქართველოს ხელისუფლების მზრუნველი დამოკიდებულება სომხური სათვისტომოს მიმართ, ხაზი გაუსვა საქართველოს სომხური სათვისტომოს როლს სომხურ-ქართული მეგობრული კავშირების განვითარების საქმეში. საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს აჩუქა ფონდ IdеА-ს გამოცემულ სურბ გევორგ ეკლესიის რეკონსტრუქციისადმი მიძღვნილი ოთხენოვანი წიგნი-ალბომი. საქართველოს სომხური სათვისტომოს წევრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა, ვინც დააფასა სომხურ-ქართული საუკუნოვანი ურთიერთობები, სომხურ სათვისტომოს უწოდა ის ხიდი, რომელმაც უნდა გაამყაროს და გააღრმავოს საუკუნეების ისტორიის მქონე ორი ხალხის მეგობრობა და გამოთქვა რწმენა ისტორიით ძალზედ მსგავსი სომხეთის და საქართველოს ქვეყნების პროგრესისადმი. პრემიერ-მინისტრის გამოსვლას ეხმიანებოდნენ ოვაციებით და სკანდირებით "ნიკოლ-ნიკოლ“. პრემიერმა გამოსვლა დაასრულა სომხეთის და საქართველოს გამარჯვებების სურვილის გამოთქმით. ნიკოლ ფაშინიანი ასევე დაესწრო თბილისის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში სომხეთის პირველი რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლისთავისადმი მიძღვინლი მემორიალური დაფის გახსნას. შემდეგ თბილისის საკრებულოს შენობაში სომხეთის პირველი რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა, რომელიც მოაწყო საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩომ. მიღებას ესწრებოდნენ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ- მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, რომლებმაც თავიანთ მშობლიურ ენებზე დამსწრეებს მიულოცეს დიდებული 100 წლის იუბილე. საზეიმო ღონისძიების მხატვრულ ნაწილს უზრუნველყოფდა სომხეთიდან მოწვეული „გიღთ“ მუსიკალური ჯგუფი.
|