1geo

fb you od

წმიდა აღდგომის დღესასწაული ახალციხის სასულიერო ინსპექციაში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

A12018 წლის 1 აპრილს, ჩვენი  უფლის  იესო ქრისტეს   ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაული   სათანადოდ აღინიშნა ახალციხის „სურბ გრიგორ ლუსავორიჩ“ ეკლესიაში. ეკლესიაში აღევლინა საღმრთო ლიტურგია, წაიკითხეს სრულიად სომეხთა1 1 კათოლიკოსის, უწმინდესის და უნეტარესის,  გარეგინ მეორის მისალოცი სიტყვა.
საეკლესიო ცერემონიის შემდეგ, აკურთხეს სააღდგომო კვერცხები და დაურიგეს ხალხს. სააღდგომო საღმრთო ლიტურგია აღავლინეს ახალციხის მიმდებარე სოფლებშიც, კერძოდ, საზელის „სურბ სარგის“, დიდი პამაჭის „სურბ ხაჩ“, პატარა პამაჭის „სურბ ხაჩ“ და ორალის „სურბ გრიგორ ლუსავორიჩ“ ეკლესიებში.  
აღდგომის დღეს ახალციხის სასულიერო ინსპექციაში, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ლოცვა-კურთხევით, 1 2ორგანიზებული იყო სააღდგომო საკონცერტო პროგრამა. საკონცერტო   პროგრამაში მონაწილეობდა სულიერი ინსპექციის ეგიდით მოქმედი ცეკვისა და სიმღერის ანსამბლი „ახალციხე“, ახალციხის ოვანეს თუმანიანის სახელობის № 3 საჯარო სკოლის მოსწავლეები, ახალციხის    ახალგაზრდული, განათლების და კულტურის ცენტრის აღსაზრდელები. ღონისძიებაზე შესრულდა   ნაციონალური, პატრიოტული სიმღერები, 1 3საგალობლები და ხალხური ცეკვები.   
ღონისძიების დასასრულს სულიერმა ინსპექტორმა მღვდელმონაზონმა ჰაკობ საჰაკიანმა  სომხურ სათვისტომოს მიულოცა დღესასწაული და გადასცა    საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის,  მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს  ვაზგენ მირზახანიანის ლოცვა-კურთხევა.  
ინსპექციამ მადლიერება გამოუხატა ყველა ქველმოქმედს, ვინც თავისი წვლილი შეიტანა ღონისძიების ჩატარებაში, ასევე  ვერონიკა ჰამბარიანს (ახალციხის ცეკვის 1 4ანსამბლის ქორეოგრაფი და სამხატვრო  ხელმძღვანელი), ტირუჰი ჰამბარცუმიანს („გოჰანამქ“ ცეკვის ანსამბლის ქორეოგრაფი და სამხატვრო  ხელმძღვანელი).
ეს ღონისძიება პირველი მსგავსი ღონისძიება იყო ახალციხეში და ღვთის ნებით მას გაგრძელება ექნება.   
ჩვენი უფლის  იესო ქრისტეს აღდგომის წინა დღეს ახალციხის რაიონის სოფელ წუღრუთში ეკლესიის მოყვარულ ქალთა „შუშანიკ“ კავშირის ხელმძღვანელმა, მღვდლის მეუღლემ, ანაჰიტ ვარდანიანმა სოფლის ნიჭიერ ბავშვებთან ერთად მოამზადა ლამაზი და პირველი სააღდგომო ზეიმი. დილიდან ბავშვები მშობლებთან ერთად შეკრებილნი იყვნენ ეკლესიის ეზოში.    
ღონისძიება შედგებოდა ორი ეტაპისგან: 1. კვერცხების შეღებვა, 2. საზეიმო კონცერტი. ბავშვებმა დიდი სიხარულით გააფერადეს სააღდგომო კვერცხები, რის შემდეგაც გამოიცვალეს ტანსაცმელი და გადიქცნენ ლამაზ "ზატიკებად“ (ჭიამაიებად) და დაიწყო ზეიმი. ზეიმის დამთავრების შემდეგ, ახალციხისა და მიმდებარე სოფლების სულიერმა მოძღვარმა მღვდელმა თორგომ ვარდანიანმა განმარტა დღის საიდუმლო, აკურთხა ბავშვების შეღებილი კვერცხები, შემდეგ კვერცხები დაურიდგა მორწმუნეებს.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)
2018 թվականի ապրիլի 1-ին Փրկչի հրաշափառ Հարության տոնը հավուր
պատշաճի նշվեց Վիրահայոց թեմի Ախալցիխեի Սուրբ Գրիգոր Լուսավորիչ
եկեղեցում: Եկեղեցում մատուցվեց Սուրբ և Անմահ Պատարագ, ընթերցվեց Սուրբ
Հարության տոնի կապակցությամբ Ն.Ս.Օ.Տ.Տ. Գարեգին Բ Ամենայն հայոց
կաթողիկոսի պատգամը:
Հավարտ եկեղեցական ծիսական արարողությունների օրհնվեցին զատկական
հավկիթները և բաժանվեցին ժողովրդին: Զատկական սուրբ և անմահ
պատարագ մատուցվեց Ախալցիխեի հարակից շրջանների գյուղերում, ի
մասնավորի Սազելի Սուրբ Սարգիս, Մեծ Պամաճի Սուրբ Խաչ, Փոքր Պամաճի
Սուրբ Խաչ և Օրալի Սբ․ Գրիգոր Լուսավորիչ Եկեղեցիներում։
Սուրբ Հարության տոնի առթիվ Ախալցիխեի Հոգևոր Տեսչությունը, օրհնությամբ
Վիրահայոց Թեմի Առաջնորդի,կազմակերպել էր Զատկական համերգային
ծրագիր։ Համերգային ծրագրին մասնակցում էին Հոգևոր Տեսչության հովանու
ներքո գտնվող «Ախալցխա» երգի և պարի համույթը, Ախալցիխեի Հովհաննես
Թումանյանի անվան թիվ 3 միջնակարգ դպրոցի աշակերտները, Ախալցիխեի
Երիտասարդական կրթամշակույթային կենտրոնի սաները։ Միջոցառման
ժամանակ հնչեցին ազգային, հայրենասիրական, հոգևոր երգեր և ազգագրական
պարեր։
Միջոցառման ավարտին Հոգևոր Տեսուչ՝ Հոգեշնորհ Տեր Հակոբ աբեղա
Սահակյանը շնորհավորեց հայ համայնքին Սուրբ Հարության տոնի առթիվ և
փոխանցեց Թեմի Բարեխնամ Առաջնորդ Գերաշնորհ Տեր Վազգեն Եպիսկոպոս
Միրզախանյանի օրհնությունը։
Տեսչությունը իր խորին շնորհակալությունը հայտնեց բոլոր այն բարերարներին
ովքեր իրենց լուման էին ներդրել միջոցառման կայացման համար։ Տեսչությունը
շնորհակալություն հայտնեց նաև պարուսույց՝ Վերոնիկա
Համբարյանին(Ախալցխա պարային համույթի պարուսույց և գեղարվեստական
ղեկավար) Տիրուհի Համբարձումյանին («Գոհանամք» պարային համույթի
պարուսույց և գեղարվեստական ղեկավար)։
Այս միջոցառումն իր տեսակի մեջ առաջինն էր Ախալցիխեում և կամոքն Աստծո
այն կլինի շարունակական։
Մեր Տեր Հիսուս Քրիստոսի Սուրբ Հարության տոնին ընդառաջ Ախալցիխեի
շրջանի Ծուղրուտ գյուղում «Շուշանիկ» եկեղեցասեր տիկնանց խմբի ղեկավար,
երեցկին Անահիտ Վարդանյանը գյուղի բազմաշնորհ երեխաների հետ
պատրաստել էր գեղեցիկ և իր տեսակի մեջ առաջին զատկական տոնահանդեսը։
Վաղ առավոտից երեխաներն իրենց ծնողների հետ միասին հավաքվել էին Սուրբ
Սիոն Եկեղեցում։
Միջոցառումը բաղկացած էր երկու փուլից՝ 1.հավկիթների ներկում 2․տոնական
հանդես: Եկեղեցու բակում նախապես տեղադրված սեղանների շուրջ
համախմբած երեխաները հոգեխինդ ցնծությամբ գունազարդեցին զատկական
հավկիթները։ Հավկիթների ներկումն ավարտելուց հետո երեխաները
զգեստափոխվեցին վերածվելով գեղեցիկ զատիկների և սկսվեց տոնական
հանդեսը։ Հանդիսության ավարտին Ախալցիխեի և հարակից շրջանների հոգևոր
հովիվ՝ Արժանապատիվ Տեր Թորգոմ քահանա Վարդանյանը մեկնեց օրվա
խորհուրդը, օրհնեց երեխաների գունազարդած զատկական հավկիթները որը և
բաժանվեց հավատացյալներին։