1geo

fb you od

დსეღელთა ვიზიტი თბილისის ოვანეს თუმანიანის სახლში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

2894689222018 წლის 23 მარტს, სომხეთის რესპუბლიკის ლორის რეგიონის სოფელ დსეღის 15-კაციანი ჯგუფი ეწვია ოვანეს თუმანიანის ახლად გახსნილ თბილისურ ბინას. ვიზიტი მიეძღვნა დიდი პოეტის გარდაცვალებიდან 95 წლისთავს. ვიზიტორთა შორის იყვნენ დსეღის ოვანეს თუმანიანის სახლ-მუზეუმის თანამშრომლები, სოფლის გამგეობის წარმომადგენლები, ადგილობრივი სკოლის მასწავლებლები.

სრულიად სომეხთა პოეტის თბილისის ბინაში ამჟამად მოქმედებს "ოვანეს თუმანიანის სახლი" სამეცნიერო, კულტურული ცენტრი. სტუმრებმა დაათვალიერეს ახლად გარემონტებული ოთახები, აღფრთოვანებით გაუსვეს ხაზი თუმანიანისეულ ატმოსფეროს, რომელიც სუფევს ცენტრში და ქმნის ცხონებული პოეტის დამახასიათებელ სულიერებას.

ცენტრის ხელმძღვანელმა გისანე ჰოვსეფიანმა დამსწრეებს გადასცა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის კურთხევა და სალამი, მათ უამბო სახლის შეძენის და რეკონსტრუქციის ისტორია, მადლიერებით გაუსვა ხაზი სახელისუფლებო სტრუქტურების და ერის ღირსეული შვილების წვლილს ეპარქიისთვის დიდი პოეტის საცხოვრებელი ბინის დაბრუნების საქმეში. ცენტრის ხელმძღვანელმა ასევე ისაუბრა ცენტრის ამჟამინდელი საქმიანობის მიმართულებებზე.

სოფელ დსეღის ოვანეს თუმანიანის სახლ-მუზეუმის დირექტორმა როზა ღაზუმიანმა ცენტრის ბიბლიოთეკას აჩუქა სუსანა ჰოვანისიანის „ოვანეს თუმანიანის ცხოვრება და მოღვაწეობა“ წიგნი, ერევნის ჩრდილოეთის უნივერსიტეტის გამოცემული „თუმანიანი და 21-ე საუკუნე“ სამეცნიერო მასალების კრებული.

სტუმრებმა იხილეს თოჯინების თეატრის დამფუძნებლის არმენ ჰოვანისიანის დადგმული წარმოდგენა „ძაღლი და კატა“.

დსეღელთათვის ძალზედ ამაღელვებელი იყო თუმანიანის იმ აივანზე ყოფნა, სადაც უყვარდა დასვენება და სადაც თავის უკვდავ ნაწარმოებებს ქმნიდა დიდი პოეტი. მეთოჯინე არმენ ჰოვანისიანმა დამსწრეებს უამბო რამდენიმე ეპიზოდი თუმანიანის მოგობნებებიდან დსეღელთა შესახებ, რითაც მათ მხიარული განწყობა შეუქმნა.

სტუმრებმა თუმანიანის სახლის ბიბლიოთეკა მორთეს დსეღიდან ჩამოტანილი იების თაიგულით, დამსწრეებს მიართვეს გემრიელი ქადა, რომელსაც პოეტის მშობლიური დსეღის სურნელი ჰქონდა.

შემდეგ სტუმრები ეწვივნენ თბილისის სომეხ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა ხოჯივანქის პანთეონს, სადაც უკვდავი პოეტის და ერის სხვა დიდებულთა საფლავები ყვავილებით შეამკეს.

დსეღელთა ვიზიტი, რომელსაც მათ მომლოცველობა უწოდეს, დასრულდა „სურბ გევორგ“ საკათედრო ტაძარში, სანთლები დაანთეს და ლოცვა აღავლინეს უძველეს ტაძარში და ყვავილებით შეამკეს უკვდავი საიათნოვას საფლავი.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)