1geo

fb you od

განზოგება საქართველოს სომეხთა ეპარქიაში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

A1სომეხთა   სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის კალენდრით   დიდი მარხვის პერიოდია.   2018 წლის 7 მარტს მარხვა გაშუალედდა. ეს დღე მარხვის  24-ე დღე არის  და განზოგება ეწოდება.    საეკლესიო დღესასწაულს თან ახლავს მთელი რიგი ხალხური ჩვევა და ტრადიცია, მაგალითად ქადის და 1კვერების გამოცხობა. სულიერი მოძღვრების ხელმძღვანელობით საქართველოს სომეხთა ეპარქიის   ეკლესიებში სათანადოდ იყვნენ მომზადებულნი დღესასწაულისთვის,  საეკლესიო დღესასწაულს თან ახლდა სახალხო ზეიმი.

მორწმუნეებით სავსე თბილისის „სურბ გევორგ“ საკათედრო ეკლესიაში  საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის,  მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს  ვაზგენ მირზახანიანის საპატიო წინამძღოლობით შესრულდა „დასვენების“ ღვთისმსახურება. მეუფე ვაზგენმა  აკურთხა დამსწრეები და ისაუბრა დღის საიდუმლოზე. მეუფემ მორწმუნეებს უსურვა სიყვარულითა და რწმენით გაიარონ დიდი 2მარხვის მეორე ნახევარი, რომელიც აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულამდე გაგრძელდება, და რომელიც წელს სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის კალენდრით 1 აპრილს აღინიშნება.

„სურბ გევორგ საკათედრო ეკლესიაში დღესასწაულის სიხარული შეივსო თბილისის 103-ე ქართულ-სომხური საჯარო სკოლის V-XII 3კლასების მოსწავლეთა ლოცვით. ეკლესიის სულიერი მოძღვრის მღვდელ სამველ თოროსიანის ინიციატივით და სკოლის სომხური ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის გაიანე მხითარიანის ორგანიზებით, მოსწავლეებმა წარმოადგინეს მსოფლიო სულიერი ლიტერატურის ერთ-ერთი მარგალიტი - ნერსეს შნორჰალის „რწმენით ვაღიარო“ 24 კუპლეტიანი (დღის 24 საათის შესაფერისად) და 36 ენაზე ნათარგმნი ლოცვის ყველა სახეობა. მორწმუნეებში განსაკუთრებული სულიერი შეგრძნება გამოიწვია თავისუფალი თეთრი ლექსის სტილში დაწერილმა, სულიერი ღელვით, 4ემოციებით აღსავსე და შინაგანი რიტმით დაწერილმა ლოცვა-ლექსებმა.

წელსაც დაცული იქნა განზოგებასთან დაკავშირებული ქადისა და კვერების გამოცხობის ტრადიციისადმი ერთგულება, საქართველოს სომხებში ეს ტრადიცია თანდათანობით გადაიქცა ქადის ფესტივალად. მორწმუნეები ღვთისმსახურებაზე მოსულნი იყვნენ ქადის სხვადასხვა სახეობით ხელდამშვენებულნი. 5ყოველწლიურად ფესტივალის მონაწილეების რიცხვი მატულობს, მდიდრდება ქადის სახეობები. ყველგან აკურთხეს დიასახლისების გამომცხვარი ქადები და დაურიგდა მორწმუნეებს. ზოგიერთ მათგანს შეხვდა ეკლესიის ჯვრის ნათლიების მომზადებული სიურპრიზი - ნაკურთხი ჯვრები.

IMG 8872განზოგების დღე საზეიმოდ აღინიშნა ასევე ავლაბრის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში. აქაც სომხურ ეროვნულ კოსტუმებში გამოწყობილმა გოგონებმა ქადები დაარიგეს.

განზოგების დღე  განსაკუთრებული პომპეზობით და ქადის ფესტივალით აღინიშნა სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო ეპარქიალურ ვიკარიატში.2861638

ახალქალქის „სურბ ხაჩ“ მთავარ ეკლესიაში ახალქალაქისა და მიმდებარე სოფლების სულიერმა მოძღვრებმა ღვთისმსახურება ჩაატარეს, შემდეგ ცერემონიალი გაგრძელდა მიჯინქის და ტრადიციული „სომხური ქადის“ ფესტივალის შესახებ მოკლე მიმოხილვით, რომელსაც მოჰყვა ახალქალაქის რაიონის გამგეობის მუსიკალური სკოლის გუნდის გამოსვლა. საკონცერტო ნაწილის შემდეგ ეკლესიის მოყვარულ ქალბატონთა დამზადებული 2868494ქადის კურთხევის წესი ჩატარდა. წარმოდგენილმა ქადებმა ყველა გააკვირვა სილამაზით და მიმზიდველობით.

ფესტივალის მონაწილე ქალბატონებმა და გოგონებმა სიგელების გარდა სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო ეპარქიალური ვიკარიატისგან მიიღეს ხატები.

განზოგების დღე დასვენების ღვთისმახურებით და ქადის ფესტივალით აღინიშნა ასევე არაგოვასა და დილისკის სულიერ ინსპექციებში.2869896

ტრადიციის თანახმად, ახალციხის „სურბ გრიგორ ლუსავორიჩ“ ეკლესიაში მორწმუნეებმა მონაწილეობა მიიღეს საღამოს ღვთისმსახურებაში, შემდეგ ჩატარდა ტრადიციად ქცეული ქადის ფესტივალი. სულიერმა მამებმა აკურთხეს ახალციხის ეკლესიის მოყვარული ქალბატონების გამომცხვარი ქადები, რომელიც დაურიგდა ხალხს, მათ საზეიმო განწყობა შეუქმნეს.

განზოგების მომდევნო დღეს, 8 მარტს, ხალხმრავლობა იყო ნინოწმინდის „სურბ სარგის“ ეკლესიაში. დასვენების ღვთისმსახურების შემდეგ აკურთხეს საკონკურსო ქადები, რომელიც წარდგენილ იქნა საქართველოს სომეხთა ეპარქიის „რაფაელ ჯავახ“ ცენტრში ორგანიზებულ „სომხური ქადის“ ფესტივალ-კონკურსზე.

2878370ზეიმი გაგრძელდა ეკლესიის ეზოში. სანამ საკონკურსო კომისია არჩევდა საუკეთესო ქადებს, სიმღერის გუნდმა და ცენტრის ცეკვის ანსამბლმა დამსწრეთათვის კონცერტი გამართეს ღია ცის ქვეშ.

დღე საზეიმო იყო ასევე წალკის რაიონის სოფლების სომხობის და ასპინძის რაიონის სოფელ დამალას მოსახლეობისთვის, სადაც საეკლესიო ცერემონიის შემდეგ მოსახლეობას დაურიგდა ეკლესიის მოყვარულ ქალბატონთა გამომცხვარი და ნაკურთხი ქადები.

განზოგება აღინიშნა ასევე ბათუმის „სურბ ფრკიჩ“ ეკლესიაში, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს სომეხთა ეპარქიის ალექსანდრე მანთაშიანცის სახელობის 1d34ab3ცენტრის მხატვრულმა ჯგუფებმა, ცეკვა-სიმღერით გაამხიარულეს დამსწრეები. აქაც სომხური ქადა დაურიგდა მორწმუნე ხალხს.

დღესასწაული პირველად საზეიმოდ აღინიშნა საქართველოს სომეხთა ეპარქიის   ქალაქ რუსთავის „სურბ გრიგორ ნარეკაცი“  სასულიერო,  საგანმანათლებლო, კულტურულ  და ახალგაზრდულ  ცენტრში. დამსწრეებს ინფორმაცია მიეწოდა დღის საიდუმლოზე და საქართველოს სომეხთა ეპარქიაში დამკვიდრებულ ქადის ფესტივალზე. ადგილობრივებს გაუმასპინძლდნენ მორწმუნეთა მოტანილი და ნაკურთხი ქადებით.

რეგიონებში, ეკლესიების ეზოებში მხიარული ცეკვა-სიმღერა გაჩაღდა, რაც წარმოადგინეს საქართველოს სომეხთა ეპარქიის ეგიდით მოქმედმა სიმღერისა და ცეკვის გუნდებმა, რითაც დღე მეტად საზეიმო გახდა, რაც დიდი მარხვის მეორე ნახევრის რწმენით და ლოცვით გავლის და ქრისტიანული სიყვარულით ბრწყინვალე აღდგომის დახვედრის საწინდარია.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)