განზოგება საქართველოს სომეხთა ეპარქიაში |
![]() |
![]() |
![]() |
სიახლეები |
მორწმუნეებით სავსე თბილისის „სურბ გევორგ“ საკათედრო ეკლესიაში საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის საპატიო წინამძღოლობით შესრულდა „დასვენების“ ღვთისმსახურება. მეუფე ვაზგენმა აკურთხა დამსწრეები და ისაუბრა დღის საიდუმლოზე. მეუფემ მორწმუნეებს უსურვა სიყვარულითა და რწმენით გაიარონ დიდი „სურბ გევორგ საკათედრო ეკლესიაში დღესასწაულის სიხარული შეივსო თბილისის 103-ე ქართულ-სომხური საჯარო სკოლის V-XII წელსაც დაცული იქნა განზოგებასთან დაკავშირებული ქადისა და კვერების გამოცხობის ტრადიციისადმი ერთგულება, საქართველოს სომხებში ეს ტრადიცია თანდათანობით გადაიქცა ქადის ფესტივალად. მორწმუნეები ღვთისმსახურებაზე მოსულნი იყვნენ ქადის სხვადასხვა სახეობით ხელდამშვენებულნი.
განზოგების დღე განსაკუთრებული პომპეზობით და ქადის ფესტივალით აღინიშნა სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო ეპარქიალურ ვიკარიატში. ახალქალქის „სურბ ხაჩ“ მთავარ ეკლესიაში ახალქალაქისა და მიმდებარე სოფლების სულიერმა მოძღვრებმა ღვთისმსახურება ჩაატარეს, შემდეგ ცერემონიალი გაგრძელდა მიჯინქის და ტრადიციული „სომხური ქადის“ ფესტივალის შესახებ მოკლე მიმოხილვით, რომელსაც მოჰყვა ახალქალაქის რაიონის გამგეობის მუსიკალური სკოლის გუნდის გამოსვლა. საკონცერტო ნაწილის შემდეგ ეკლესიის მოყვარულ ქალბატონთა დამზადებული ფესტივალის მონაწილე ქალბატონებმა და გოგონებმა სიგელების გარდა სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო ეპარქიალური ვიკარიატისგან მიიღეს ხატები. განზოგების დღე დასვენების ღვთისმახურებით და ქადის ფესტივალით აღინიშნა ასევე არაგოვასა და დილისკის სულიერ ინსპექციებში. ტრადიციის თანახმად, ახალციხის „სურბ გრიგორ ლუსავორიჩ“ ეკლესიაში მორწმუნეებმა მონაწილეობა მიიღეს საღამოს ღვთისმსახურებაში, შემდეგ ჩატარდა ტრადიციად ქცეული ქადის ფესტივალი. სულიერმა მამებმა აკურთხეს ახალციხის ეკლესიის მოყვარული ქალბატონების გამომცხვარი ქადები, რომელიც დაურიგდა ხალხს, მათ საზეიმო განწყობა შეუქმნეს. განზოგების მომდევნო დღეს, 8 მარტს, ხალხმრავლობა იყო ნინოწმინდის „სურბ სარგის“ ეკლესიაში. დასვენების ღვთისმსახურების შემდეგ აკურთხეს საკონკურსო ქადები, რომელიც წარდგენილ იქნა საქართველოს სომეხთა ეპარქიის „რაფაელ ჯავახ“ ცენტრში ორგანიზებულ „სომხური ქადის“ ფესტივალ-კონკურსზე.
დღე საზეიმო იყო ასევე წალკის რაიონის სოფლების სომხობის და ასპინძის რაიონის სოფელ დამალას მოსახლეობისთვის, სადაც საეკლესიო ცერემონიის შემდეგ მოსახლეობას დაურიგდა ეკლესიის მოყვარულ ქალბატონთა გამომცხვარი და ნაკურთხი ქადები. განზოგება აღინიშნა ასევე ბათუმის „სურბ ფრკიჩ“ ეკლესიაში, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს სომეხთა ეპარქიის ალექსანდრე მანთაშიანცის სახელობის დღესასწაული პირველად საზეიმოდ აღინიშნა საქართველოს სომეხთა ეპარქიის ქალაქ რუსთავის „სურბ გრიგორ ნარეკაცი“ სასულიერო, საგანმანათლებლო, კულტურულ და ახალგაზრდულ ცენტრში. დამსწრეებს ინფორმაცია მიეწოდა დღის საიდუმლოზე და საქართველოს სომეხთა ეპარქიაში დამკვიდრებულ ქადის ფესტივალზე. ადგილობრივებს გაუმასპინძლდნენ მორწმუნეთა მოტანილი და ნაკურთხი ქადებით. რეგიონებში, ეკლესიების ეზოებში მხიარული ცეკვა-სიმღერა გაჩაღდა, რაც წარმოადგინეს საქართველოს სომეხთა ეპარქიის ეგიდით მოქმედმა სიმღერისა და ცეკვის გუნდებმა, რითაც დღე მეტად საზეიმო გახდა, რაც დიდი მარხვის მეორე ნახევრის რწმენით და ლოცვით გავლის და ქრისტიანული სიყვარულით ბრწყინვალე აღდგომის დახვედრის საწინდარია. |