საქართველოს სომეხთა ეპარქიის „სურბ მოვსეს ხორენაცი“ საბავშვო ბაღის აღსაზრდელები ეწვივნენ თოჯინების თეატრს |
სიახლეები |
2018 წლის 23 თებერვალს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „სურბ მოვსეს ხორენაცი“ საბავშვო ბაღის აღსაზრდელთათვის დღემ მხიარულად და საინტერესოდ ჩაიარა. ორმოცამდე პატარა, საბავშვო ბაღის ხელმძღვანელის, ევგენია მარკოსიანის, მასწავლებლების - მეტაქსია ღაზარიანის, ანი ზეინალიანის, მარია აბულიანის, და ლუსინე პოღოსიანის თანხლებით, ეწვივნენ საქართველოს სომეხთა ეპარქიის "ოვანეს თუმანიანის სახლი" სამეცნიერო, კულტურული ცენტრის ახლად გახსნილ თოჯინების თეატრს. ბავშვებს დახვდა ცენტრის ხელმძღვანელი გისანე ჰოვსეფიანი. მასთან გაცნობამ ჩაიარა თბილ ატმოსფეროში, ბავშვებმა წარმოაჩინეს თავიანთი ცოდნა, წაიკითხეს ოვანეს თუმანიანის ლექსები, გაიხსენეს ზღაპრებისა და ლეგენდების გმირები. დიდი იყო სიხარული, როდესაც პატივცემული გისანე მათ გამოცანებს ეუბნებოდა და ბავშვები პასუხობდნენ მხიარული სიცილით და უფროსების ცოდნით. საბავშვო ბაღის აღსაზრდელებმა იცოდნენ ლეგენდა „ძაღლი და კატა“, მათ ეს ლეგენდა წარმოდგენილი ჰქონდათ საახალწლო ზეიმზე. ახლა დადგა დრო თოჯინების სიტყვისა და თამაშის ყურებისა. აღსანიშნავია ბავშვების რეაქცია თოჯინების თამაშზე, ოვაციები, სიცილი და სიხარული. წარმოდგენის შემდეგ, ბავშვებს შეუერთდნენ თოჯინა-მსახიობები, დამფუძნებელი არმენ ჰოვანისიანის, აშოტ სიმონიანის და ედიტა ზოჰრაბიანის სახით. აჩვენეს მათ ხელთ არსებული თოჯინები, უპასუხეს ბავშვებისთვის საინტერესო შეკითხვებს, რითაც ბავშვებს აჩუქეს მხიარული და საინტერესო დღე. თოჯინების თეატრი მზადაა მიიღოს სტუმრები და სიყვარულით ელოდება მათ. მსურველებმა წინასწარ უნდა დარეკონ ცენტრში „ოვანეს თუმანიანის სახლი“ და დააზუსტონ წარმოდგენის თარიღი. ტელეფონი: 292 22 48. |