საქართველოს სომეხთა ეპარქიის „სურბ მოვსეს ხორენაცი“ საბავშვო ბაღის აღსაზრდელები ეწვივნენ თოჯინების თეატრს |
![]() |
![]() |
![]() |
სიახლეები |
ბავშვებს დახვდა ცენტრის ხელმძღვანელი გისანე ჰოვსეფიანი. მასთან გაცნობამ ჩაიარა თბილ ატმოსფეროში, ბავშვებმა წარმოაჩინეს თავიანთი ცოდნა, წაიკითხეს ოვანეს თუმანიანის ლექსები, გაიხსენეს ზღაპრებისა და ლეგენდების გმირები. დიდი საბავშვო ბაღის აღსაზრდელებმა იცოდნენ ლეგენდა „ძაღლი და კატა“, წარმოდგენის შემდეგ, ბავშვებს შეუერთდნენ თოჯინა-მსახიობები, დამფუძნებელი არმენ ჰოვანისიანის, აშოტ სიმონიანის და ედიტა ზოჰრაბიანის სახით. აჩვენეს მათ ხელთ არსებული თოჯინები, უპასუხეს ბავშვებისთვის საინტერესო შეკითხვებს, რითაც ბავშვებს აჩუქეს მხიარული და საინტერესო დღე. თოჯინების თეატრი მზადაა მიიღოს სტუმრები და სიყვარულით ელოდება მათ. მსურველებმა წინასწარ უნდა დარეკონ ცენტრში „ოვანეს თუმანიანის სახლი“ და დააზუსტონ წარმოდგენის თარიღი. ტელეფონი: 292 22 48. |