ქალაქ ერევნის ერებუნის ადმინისტრაციული რაიონის ხელმძღვანელის ვიზიტი საქართველოს სომეხთა ეპარქიაში |
![]() |
![]() |
![]() |
სიახლეები |
ვიზიტი დაიწყო 19 თებერვალს, ქ. თბილისში, „სურბ გევორგ“ საკათედრო ეკლესიიდან. დედა სამშობლოდან ჩამოსული თანამდებობის პირს და მის მეუღლეს შეხვდა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი. წინამძღვარმა სტუმრებს წარუდგინა ეპარქიის საკათედრო ეკლესიის ისტორია, რეკონსტრუქციის პროცესი და უნიკალური სილამაზის ფრესკების აღმოჩენა ბათქაშის ფენის ქვეშიდან. უძველეს ეკლესიაში სანთლების დანთების და ლოცვის, ეკლესიის ეზოში დასვენებულ საიათნოვას და სომეხი გენერლების საფლავებთან ქედის მოხრის შემდეგ, სტუმრებს ეპარქიის წინამძღვრის რეზიდენციაში გაუმასპინძლდნენ. გამართული თბილი საუბარი შეეხო სომხური სათვისტომოს სულიერ და კულტურულ ცხოვრებას, მოსახლეობის სომხურ ენაზე განათლებას და ეროვნული სულისკვეთების შენარჩუნებას. შეხვედრის დასასრულს საჩუქრების გაცვლა მოხდა. იმავე დღეს დავით გრიგორიანი, მისი მეუღლე და დელეგაციის წევრები, მეუფე ვაზგენ მირზახანიანის წინამძღოლობით, ეწვივნენ
სტუმრები ეწვივნენ ასევე "ჰაიარტუნ" ცენტრში მოქმედ "სურბ მოვსეს ხორნაცი" საბავშვო ბაღს. დავით გრიგორიანს საბავშვო ბაღის აღსაზრდელთათვის მოტანილი ჰქონდა სხვადასხვა სათამაშოები, სტუმრების ოფიციალური ვიტის ბოლო გაჩერება იყო გარი დავთიანის კულტურის სახლი, სადაც დიასახლისის, ქალბატონი ჟანა დავთიანის თბილი მასპინძლობის და თოჯინების თეატრის მშვენიერი თამაშის აღტაცებით ყურების შემდეგ ისინი ნათელი შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ სამშობლოში, ეპარქიასთან თანამშრომლობის გაღრმავების და უფრო ნაყოფიერად გაგრძელების განზრახვით. |