წმინდა ღევონდიანი მღვდლების ხსენების დღე ახალქალაქის „სურბ ხაჩ“ ეკლესიაში |
![]() |
![]() |
![]() |
სიახლეები |
სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო ეპარქიალურ ვიკარიატში დღესასწაული აღინიშნა საღმრთო ლიტურგიით, რომელიც საღმრთო ლიტურგია აღავლინა და დღის საიდუმლოზე იქადაგა ახალქალაქისა და მიმდებარე სოფლების სულიერმა მოძღვარმა, ღირსმა დეკანოზმა ეღიშე ჰარუთუნიანმა, მან განმარტა დღის საიდუმლო, დამსწრეებს გადასცა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის მამობრივი კურთხევა და თბილი მილოცვა. დეკანოზმა ეღიშე ჰარუთუნიანმა დღესასწაული მიულოცა სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის ყველა მღვდელმსახურს, ურყევი მსახურება, უფლის დიდებისა და სომეხთა სამოციქულო წმიდა ეკლესიის აღმშენებლობისთვის. |