საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ოფიციალური შეხვედრები ბათუმში |
![]() |
![]() |
![]() |
სიახლეები |
აჭარაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა საქართველოს სომეხთა ეპარქიის მღვდელმსახურების, პერსონალის და მრევლის სახელით მიულოცა ახლად არჩეულ მერს არჩევა, უსურვა პროდუქტიული საქმიანობა, აღუთქვა ბათუმის სომხური სათვისტომოს მხარდაჭერა მერიის ინიციატივების შესრულებაში. ეპარქიის წინამძღვარმა მაღალი შეფასება მისცა ახლად არჩეული მერის ყურადღებას ბათუმელი სომხების საგანმანათლებლო და კულტურული საკითხებისადმი.
შეხვედრაზე საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა წარმოადგინა ეპარქიის საერთო საქმიანობა, მადლობა გადაიხადა ეპარქიის საქმიანობის შეხვედრა გაიმართა საქმიან და თბილ ატმოსფეროში.
მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა მადლობა გადაუხადა კონსულს თბილი მიღებისა და მასპინძლობისთვის, მიესალმა მის აქტიურ მონაწილეობას და საქმიანობას საეკლესიო-სათემო საქმეებში, რომლებიც კონსულმა ეღიშე სარგსიანმა მაღალი შეფასება მისცა ეპარქიის წინამძღვრის საქმიანობას აჭარაში და აღნიშნა ის ენთუზიაზმი, რომელიც არის ხოლმე მეუფე ვაზგენის აჭარაში ჩამოსვლისას. მეუფემ გენერალურ კონსულს წარუდგინა ეპარქიის საქმიანობა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. აჭარაში პასტორალური ვიზიტის დასრულების შემდეგ, იმავე დღეს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი, მისი ყოვლადუსამღვდელოესობა, ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი და დელეგაციის წევრები დაბრუნდნენ თბილისში. |