1geo

fb you od

საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ოფიციალური შეხვედრები ბათუმში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

1დღე  დაიწყო ბათუმის „სურბ ფრკიჩ“ ეკლესიაში თბილისიდან ჩამოსული სტუმრების და „სურბ გრიგორ ლუსავორიჩ“ საბავშვო ბაღის აღსაზრდელებსა და მათ მშობლებთან ერთად ღვთისმსახურებაში მონაწილეობით, რის შემდეგაც შეხვედრა გაგრძელდა „ალექსანდრე მანთაშიანც“ ცენტრში. აღსაზდრელებსა და მათ მასწავლებლებთან საუბრის შემდეგ ეპარქიის წინამძღვარმა ბავშვებს გადასცა გერმანიის ქრისტიანული თემების გამოგზავნილი „საჩუქარი მეგობარს“ ყუთები, რამაც  დიდი  ენთუზიაზმი გამოიწვია მათში.

აჭარაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი,2 დელეგაციის წევრებისა და “სურბ ფრკიჩ“ 3ეკლესიის სულიერი მოძღვრის თანხლებით, ეწვია   ბათუმის მერიას და შეხვედრა ჰქონდა ახლად   არჩეულ მერთან, ლაშა  კომახიძესთან.

მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა საქართველოს სომეხთა ეპარქიის მღვდელმსახურების, პერსონალის და მრევლის სახელით მიულოცა ახლად არჩეულ მერს არჩევა,    უსურვა პროდუქტიული საქმიანობა, აღუთქვა ბათუმის სომხური სათვისტომოს მხარდაჭერა მერიის ინიციატივების შესრულებაში.  4

ეპარქიის წინამძღვარმა მაღალი შეფასება მისცა ახლად არჩეული მერის ყურადღებას ბათუმელი სომხების   საგანმანათლებლო და კულტურული საკითხებისადმი.

5მერმა კომახიძემ მადლობა გადაიხადა ვიზიტისა და კეთილი სურვილებისთვის, ხაზი გაუსვა ბათუმელი სომხების წვლილს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დედაქალაქის განვითარების საქმეში და ბათუმის სომხური სათვისტომოს მხარდაჭერის მზაობა გამოთქვა, მისი კულტურული საქმიანობის გაფართოების და ქართულ საზოგადოებაში ინტეგრაციის საქმეში.

შეხვედრაზე საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა წარმოადგინა ეპარქიის საერთო საქმიანობა, მადლობა გადაიხადა ეპარქიის საქმიანობის A1განხორციელებაში საქართველოს ხელისუფლების ყოველწლიური მხარდაჭერისთვის, ხაზი გაუსვა სომხურ-ქართული კავშირების გამყარების და ურთიერთობების განვითარების საქმეში საქართველოს სომეხთა ეპარქიის და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ერთობლივ თანამშრომლობას.  

შეხვედრა გაიმართა საქმიან და თბილ ატმოსფეროში.

6იმავე დღეს საქართველოს სომეხთა ეპარქიის დელეგაცია, ეპარქიის წინამძღვრის ხელმძღვანელობით, ეწვია აჭარაში, გურიასა და იმერეთში   სომხეთის რესპუბლიკის საკონსულოს. გაიმართა შეხვედრა გენერალურ   კონსულ  ეღიშე  სარგსიანსა და საკონსულოს პერსონალთან.

მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა მადლობა გადაუხადა კონსულს თბილი მიღებისა და მასპინძლობისთვის, მიესალმა მის აქტიურ მონაწილეობას და საქმიანობას საეკლესიო-სათემო საქმეებში, რომლებიც 7აერთიანებს ბათუმელ სომხებს და განამტკიცებს კავშირს დედა სამშობლოსთან.   

კონსულმა ეღიშე  სარგსიანმა მაღალი შეფასება მისცა ეპარქიის წინამძღვრის საქმიანობას   აჭარაში და აღნიშნა ის  ენთუზიაზმი, რომელიც არის ხოლმე მეუფე ვაზგენის აჭარაში ჩამოსვლისას. მეუფემ გენერალურ კონსულს წარუდგინა ეპარქიის საქმიანობა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.    

აჭარაში პასტორალური ვიზიტის დასრულების შემდეგ, იმავე დღეს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი,  მისი ყოვლადუსამღვდელოესობა, ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი და დელეგაციის წევრები   დაბრუნდნენ თბილისში.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)