1geo

fb you od

აკურთხეს თბილისის „სურბ გევორგ“ ეკლესიის ნათლობის აუზი PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

A12018 წლის 21 იანვარს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „სურბ გევორგ“ საკათედრო ტაძარში მწირველი გახლდათ საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი,  მისი 1ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი.

საღმრთო ლიტურგიის  ბოლოს, ეპარქიის წინამძღვრის თავმჯდომარეობით და სასულიერო დასის მონაწილეობით შესრულდა პარაკლისი ახლად გარდაცვლილი დიაკვნის, პეტროს გასპარიანის, თბილისის „სურბ გევორგ“ ეკლესიის რეკონსტრუქციის ფონდის თავმჯდომარის, ეროვნული 2ქველმოქმედის, რუბენ ვარდანიანის მამის, კარლენ ვარდანიანის და რუბენ ვარდანიანის მეუღლის, ვერონიკა ზონაბენდის მამის, ფელიქს ზონაბენდის სულების სიმშვიდისთვის.  

რელიგიური ცერემონიის ბოლოს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა შეასრულა ახლად დამზადებული ნათლობის აუზის კურთხევის წესი. ეპარქიის 3წინამძღვარმა საეკლესიო წესების თანახმად წმინდა მირონით სცხო ახლად დამზადებული მარმარილოს აუზი, შესრულდა   საგალობლები, წაიკითხეს ფსალმუნები, აღავლინეს ლოცვები.

მეუფე ვაზგენმა აკურთხა და მადლიერება გამოუხატა ერის ღირსეულ შვილს, თბილისის მცხოვრებ დავით ანდროსიანს, ვისი ქველმოქმედებით საკათედრო ეკლესიას აქვს ლამაზი, მარმარილოს ნათლობის აუზი. ეპარქიის ლიდერმა ქველმოქმედს და მის ოჯახს გადასცა 4სრულიად სომეხთა კათოლიკოსის, უწმინდესის და უნეტარესის გარეგინ მეორის კურთხევა, „სურბ გევორგ" ეკლესიის ნათლობის აუზით კიდევ უფრო გალამაზებისთვის  და მას გადასცა კურთხევის წერილი, აჩუქა თბილისის გამოსახულებით   ფერწერული ნამუშევარი.

აქვე დავძენთ, რომ ქველმოქმედმა დავით ანდროსიანმა მარმარილოს ლარნაკები განათავსა ეკლესიის ეზოში დასვენებული აშუღ საიათნოვას საფლავის ქვის მარჯვენა და მარცხენა მხარეს.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)