სუსანა მკრტჩიანის ბიბლიურ თემებზე გამოფენა ახალქალაქში |
სიახლეები |
2017 წლის 22 დეკემბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო ეპარქიალური ვიკარიატის რეზიდენციაში გაიხსნა სომხეთის რესპუბლიკის კულტურის დამსახურებული მოღვაწის, პროფესორ, მხატვარ სუსანა მკრტჩიანის პერსონალური გამოფენა. თუ გიუმრელი მოქანდაკე და მინიატურისტი ცნობილი სახელია თბილისელი სომეხი ხელოვნების მოყვარული საზოგადოებისთვის, ახალქალაქში სუსანა მკრტჩიანი პირველად წარსდგა ბიბლიურ თემებზე ქსოვილზე შესრულებული მინიატურული ნამუშევრებით. 30-მდე მინიატურული ნამუშევარი მრავალ ჟანრში მოღვაწე ხელოვანის უსაზღვრო ნიჭის მშვენიერი გამოვლინებაა. ქსოვილზე ფართო პალიტრით წარმოდგენილი იყო მაცხოვრის ცხოვრება, მისი ამ ქვეყნად მოვლინების ხარებიდან ზეცაში ამაღლებამდე, გამოფენის სახელწოდების ჰარმონიაში - “ ხარებიდან ამაღლებამდე ანუ დიდ მარხვამდე“. დარბაზში ხალხმრავლობა იყო. შეკრებას ესწრებოდნენ ახალქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანი, თავმჯდომარის მოადგილე რობინზონ ღავრელაშვლი, ქალაქის ვიცე-მერი არმენ მარანგოზიანი, ნინოწმინდის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, კულტურის, ხელოვნების მოღვაწეები, ინტელიგენციის უამრავი წარმომადგენელი და ხელოვნების მოყვარულები. გამოფენა გახსნა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა. მეუფემ წარმოადგინა სუსანა მკრჩიანის განუმეორებელი ხელოვნება, ისაუბრა ვიკარიატში კულტურული ცხოვრების გამოცოცხლების, ადგილზე მოქმედი კულტურის ცენტრების, ხელოვნების სახლების და მუსიკალურ სკოლებთან თანამშრომლობის გააქტიურების შესახებ. მეუფე ვაზგენმა გამოკვეთა რაიონში ეროვნული სამზარეულოს, როგორც სომხური კულტურის ნაწილის, მეტად პოპულარიზაციის საჭიროება და მოუწოდა ამ მიზნით ეკლესიების გარშემო კონსოლიდირებისა და პერიოდულად სხვადასხვა დღესასწაულების მოწყობისკენ. ეპარქიის წინამძღვარმა თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა კულტურულ საქმიანობაში პროპორციულად სხვა რაიონების ჩართვის მნიშვნელობაზე. შემდეგ დამსწრეებს ღონისძიების შესახებ საკუთარი შთაბეჭდილებები გაუზიარა ახალქალაქის კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის განყოფილების ხელმძღვანელმა ვალერი სტელმაშოვმა, სამხატვრო სკოლის დირექტორმა კარლენ კარაპეტიანმა, ნინოწმინდის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის განყოფილების ხელმძღვანელმა ჟორა სნხჩიანმა. ბოლოს გამოვიდა სუსანა მკრტჩიანი და წარმოადგინა ნამუშევრები, მასალები, რითაც მუშაობს. ნიჭიერმა ხელოვანმა მადლიერება გამოუხატა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარს, გამოფენის ორგანიზატორებს, ადგილობრივი ხელისუფლების და ინტელიგენციის წარმომადგენლებს, თავისი ხელოვნების სომხებით დასახლებულ ამ რეგიონში წარმოდგენისა და დაფასებისთვის. ღონისძიება დაფასების სიტყვით შეაჯამა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა. მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ თავისი კურთხევა გადასცა ღვაწლმოსილ სუსანა მკრტჩიანს, ხაზი გაუსვა ახალქალაქის მუსიკალური სკოლის აღსაზრდელების ლამაზ შესრულებას, შეაქო ნიჭიერი ანა სტელმაშოვა. მეუფე ვაზგენმა თავისი კურთხევა და დაფასება გადასცა ვიკარიატის პერსონალს, ღონისძიების და გამასპინძლების მაღალ დონეზე ორგანიზებისათვის. აქვე დავძენთ, რომ მსგავსი ღონისძიებები ვიკარიატში მომავალშიც გაგრძელდება. სუსანა მკრტჩიანის გამოფენა ახალქალაქში გაგრძელდება 20 იანვრამდე. |