სუსანა მკრტჩიანის ბიბლიურ თემებზე გამოფენა ახალქალაქში |
![]() |
![]() |
![]() |
სიახლეები |
დარბაზში ხალხმრავლობა იყო. შეკრებას ესწრებოდნენ ახალქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანი, თავმჯდომარის მოადგილე რობინზონ ღავრელაშვლი, ქალაქის ვიცე-მერი არმენ მარანგოზიანი, ნინოწმინდის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, კულტურის, ხელოვნების მოღვაწეები, გამოფენა გახსნა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა. მეუფემ წარმოადგინა სუსანა მკრჩიანის განუმეორებელი ხელოვნება, ისაუბრა ვიკარიატში კულტურული ცხოვრების გამოცოცხლების, ადგილზე მოქმედი კულტურის ცენტრების, ხელოვნების სახლების და მუსიკალურ სკოლებთან თანამშრომლობის გააქტიურების შესახებ. მეუფე ვაზგენმა გამოკვეთა რაიონში ეროვნული სამზარეულოს, როგორც სომხური კულტურის ნაწილის, მეტად პოპულარიზაციის საჭიროება და მოუწოდა ამ მიზნით ეკლესიების გარშემო კონსოლიდირებისა და პერიოდულად სხვადასხვა დღესასწაულების მოწყობისკენ. ეპარქიის წინამძღვარმა თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა კულტურულ საქმიანობაში პროპორციულად სხვა რაიონების ჩართვის მნიშვნელობაზე. შემდეგ დამსწრეებს ღონისძიების შესახებ საკუთარი შთაბეჭდილებები გაუზიარა ახალქალაქის კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის განყოფილების ხელმძღვანელმა ვალერი სტელმაშოვმა, სამხატვრო სკოლის დირექტორმა კარლენ კარაპეტიანმა, ნინოწმინდის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის განყოფილების ხელმძღვანელმა ჟორა სნხჩიანმა. ბოლოს გამოვიდა სუსანა მკრტჩიანი და წარმოადგინა ნამუშევრები, მასალები, რითაც მუშაობს. ნიჭიერმა ხელოვანმა მადლიერება გამოუხატა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარს, გამოფენის ორგანიზატორებს, ადგილობრივი ხელისუფლების და ინტელიგენციის წარმომადგენლებს, თავისი ხელოვნების სომხებით დასახლებულ ამ რეგიონში წარმოდგენისა და დაფასებისთვის. ღონისძიება დაფასების სიტყვით შეაჯამა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა. მისმა აქვე დავძენთ, რომ მსგავსი ღონისძიებები ვიკარიატში მომავალშიც გაგრძელდება. სუსანა მკრტჩიანის გამოფენა ახალქალაქში გაგრძელდება 20 იანვრამდე. |