1geo

fb you od

ეღიშე ჩარენცისა და საიათნოვასადმი მიძღვნილი ლიტერატურული საღამო PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

a12017 წლის 10 დეკემბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის ბათუმის ალექსანდრე მანთაშიანცის სახელობის კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართა ლტერატურულ-მუსიკალური საღამო, რომელიც მიეძღვნა დიდი პოეტის, ეღიშე ჩარენცის, 120-ე წლისთავს და განუმეორებელი საიათნოვას 305-ე წლისთავს.

ლიტერატურულ ღონისძიებას ესწრებოდნენ საზოგადოების წევრები, მშობლები, მასწავლებლები, მოსწავლეები, მრავალი სტუმარი.

სომხური ვოკალური ხელოვნების და ლიტერატურის უბადლო წარმომადგენლების ნაწარმოებებმა ნამდვილად შექმნეს ლიტერატურული მშვენიერი სულისკვეთებით საღამო, 1რომლის დროსაც შესრულდა ჩარენცის შთამაგონებელი ლექსები, საიათნოვას ამაღელვებელი და გულის ამაჩუყებელი სიმღერები, სომხური ნაზი ცეკვების თანხლებით.

ღონისძიებაში მონაწილეობდა ცენტრის გუნდი „აღბიურ“, რუზანა ჰოვანისიანის, მხატვრული კითხვის წრე, სათენიკ დანიელიანის და „ჰეღნარ“ ცეკვის ანსამბლი, მერინე პოღოსიანის ხელმძღვანელობით.

ცენტრის აღსაზრდელების ლამაზი დეკლამაცია, სიმღერა და ცეკვა მაყურებელს დიდ სიამოვნებას ანიჭებდა და იმსახურებდა მათ დაფასებას და თბილ ოვაციებს.

ღონისძიების დასასრულს საქართველოს სომეხთა ეპარქიის ბათუმის „სურბ ფრკიჩ“ ეკლესიის , აჭარის, გურიისა და იმერეთის სომხების სულიერმა მოძღვარმა მღვდელმა 2არარატ გუმბალიანმა კმაყოფილება გამოთქვა ღონისძიების ინიციატორი მასწავლებლების და ყველა მონაწილის მისამართით, ღონისძიების ლამაზად ორგანიზების, ერის ორი დიდებულის საჭირო დონეზე წარმოდგენისთვის. სულიერმა მამამ დაფასების სიტყვით მიმართა „ალექსანდრე მანთაშიანც“ განათლებისა და კულტურის ცენტრს, რომელიც თავისი საქმიანობით სამშობლოს ფარგლებს გარეთ ახორციელებს სომხური თვითმყოფადობის შენარჩუნების საქმეს და დამსწრეებს მოუწოდა იყონ უფრო ერთიანნი, შეინარჩუნონ და როგორც სულიერი საკვები მიიღონ ეროვნული - სომხური.

ღონისძიების მაღალ დონეზე ჩატარებისთვის ხელმძღვანელ მასწავლებლებს და მონაწილე მოსწავლეებს მადლობის და წახალისების სიტყვით მიმართა კულტურის ცენტრის დირექტორმა სონა ჰოვანისიანმა, ვინც ხაზი გაუსვა იმას, რომ ეღიშე ჩარენცს, როგორც პატრიოტ პოეტს, საიათნოვას, როგორც აშუღური სიმღერის უკვდავ წარმომადგენელს, უნდა იცნობდეს, აფასებდეს და იამაყოს სამშობლოს ფარგლებს გარეთ მცხოვრებმა 3ყოველმა სომეხმა ადამიანმა, ეს მისი და ყველა ჩვენგანის მოვალეობაა. დირექტორმა აღნიშნა, რომ სომხური ლიტერატურისადმი, კულტურისა და ხელოვნებისადმი მიძღვნილი მსგავსი ღონისძიებები ცენტრში უწყვეტად ჩატარდება.

ღონისძიების მონაწილეებმა ისიამოვნეს ჩარენცის გულში ჩამწვდომი ნაწარმოებებით, საიათნოვას უკვდავი სიმღერებით და ლექსებით, სასიამოვნო შთაბეჭდილებებით დატოვეს ცენტრი.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)