1geo

fb you od

საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ვიზიტი სამცხე-ჯავახეთისა და წალკის ვიკარიატში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

glxavor2017 წლის 20 ნოემბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი  მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი შემოვლაზე იყო სამცხე-ჯავახეთისა და წალკის ვიკარიატში. ეპარქიის წინამძღვარს თან ახლდნენ საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს მრჩეველი არტაკ გრაბსკი, ეპარქიის საფინანსო განყოფილების     დირექტორი     მარგარიტა კირაკოსიანი და 1ადმინისტრაციული და სამეურნეო განყოფილების დირექტორი კარენ    ერიციანი.     

მეუფე ვაზგენის   პირველი გაჩერება იყო წალკის რაიონის სოფელ ნარდევანის „სურბ სარგის“ ეკლესიაში. ეპარქიის წინამძღვარი ადგილობრივი სულიერი მოძღვრის, ღირსი მღვდლის ღევონდ თოფაშიანის თანხლებით ეწვია ეკლესიას, შეისწავლა ეკლესიის საერთო მდგომარეობა, მოისმინა ინფორმაცია სულიერი მოძღვრის შესრულებული სამუშაოს შესახებ, მამა ღევონდთან ერთად წმინდა საკურთხევლის წინ აღავლინა ერთობლივი ლოცვა.   

საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი  ეწვია ასევე ნინოწმინდის "რაფაელ ჯავახ" 2კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდულ ცენტრს, სადაც რაიონის სულიერმა მოძღვარმა, ღირსმა მღვდელმა არმაშ პოღოსიანმა წარმოადგინა სამწყემსოსა და ცენტრში მიმდინარე სამუშაოები.

„რაფაელ ჯავახ“ ცენტრის დირექტორმა ჟორა სნხჩიანმა      დეტალურად ისაუბრა ცენტრში მოქმედი შემოქმედებითი ჯგუფების მიმდინარე და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ.  

ცენტრის შეხვედრაზე  მონაწილე მასწავლებლებმა და თანამშრომლებმა ცალკ-ცალკე 3წარმოადგინეს თავიანთი ჯგუფები, სწავლების მეთოდები და სამომავლო პროგრამები.  ცენტრში მოქმედი სიმღერის, ცეკვის, პოეზიის, სომხეთის ისტორიის    და სომეხთა ეკლესიის ისტორიის,   ესთეტიკური აღზრდის, ინგლისური ენის სწავლების ჯგუფებში სწავლების კურსებზე მიმდინარე სამუშაოებმა წინამძღვრის დიდი კმაყოფილება დაიმსახურა. მეუფემ  თავისი მაღალი შეფასება  და კურთხევა მისცა სულიერ მწყემსს, ცენტრის დირექციას და პედაგოგებს ერთგული  IMG 7269სამუშაოსთვის. დამაკმაყოფილებელია ის ფაქტი, რომ ცენტრში დადიან ასევე ბავშვები  ნინოწმინდის რაიონის სოფლებიდან.

შესრულებულ  სამუშაოებთან დაკავშირებით კმაყოფილება გამოხატა ასევე  საქართველოში სომხეთის საელჩოს მრჩეველმა არტაკ გრაბსკიმ.   

შეხვედრის ბოლოს პედაგოგთა   პერსონალმა და სასულიერო პირებმა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის თაოსნობით სამადლობელო ლოცვა აღავლინეს   ნინოწმინდის „სურბ სარგის“ ეკლესიაში.  

ცერემონიის დასასრულს ღირსმა მღვდელმა მამა არმაშმა ეპარქიის წინამძღვარს მოახსენა ეკლესიისთვის ახალი შემოწირულობების თაობაზე. ერის ღირსეულმა შვილმა ქველმოქმედმა 5ვარაზდატ მარაბიანმა ეკლესიას აჩუქა  ორგანი (საკრავი)  და საეკლესიო ჭურჭელი.

ნინოწმინდაში შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი  თანმხლებ პირებთან ერთად ეწვია ახალქალაქს, სადაც მას დახვდნენ ადგილობრივი სულიერი მოძღვრები - ღირსი მღვდელი დეკანოზი ეღიშე ჰარუთიუნიანი და ღირსი მღვდელი ტათევ მარუქიანი.    

ახალქალაქის „სურბ ხაჩ“ ეკლესიაში მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ მონაწილეობა მიიღო   საღამოს ღვთისმსახურებაში.

4საეკლესიო ცერემონიის შემდეგ,    მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი და არტაკ გრაბსკი ეწვივნენ    jnews მედია ცენტრს, გაეცნენ ცენტრის საქმიანობას. წინამძღვარმა და დიპლომატმა თავიანთი მაღალი შეფასება მისცეს საინფორმაციო ცენტრის საქმიანობას. საინფორმაციო ცენტრის თანამშრომლებთან შეხვედრაზე ასევე განიხილეს სამუშაო საკითხები.  

ეპარქიის წინამძღვარი, თანმხლებ პირებთან ერთად, ეწვია ვიკარიატს, სადაც საქმიანი შეხვედრა ჰქონდა პერსონალთან.

მოგვიანებით წინამძღვარი შეხვდა  საქართველოს პარლამენტის წევრს, ჰენზელ მკოიანს,   ახალქალაქის ახლად არჩეულ მერს იურიკ უნანიანს და  საკრებულოს   ახლად არჩეულ თავმჯდომარეს, ნაირი ირიციანს.

მეუფე ვაზგენმა  საქართველოს სომეხთა ეპარქიის მღვდელმსახურთა და პერსონალის სახელით 22366256 783875818486077 2267533540929009990 nმიულოცა პატივცემულ დეპუტატებს რაიონში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნების მშვიდობიან ატმოსფეროში და მაღალ დონეზე ორგანიზებისათვის, მაღალი შეფასება მისცა დეპუტატის მიერ სომეხთა ეკლესიის, კულტურის და განათლების მიმართ გამოჩენილ მუდმივ ყურადღებას.

მეუფემ    მიულოცა და აკურთხა ახლად არჩეული მერი და საკრებულოს თავმჯდომარე და უსურვა პროდუქტიული საქმიანობა.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის  მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოს  ვაზგენ მირზახანიანის ვიზიტი სამცხე-ჯავახეთისა და წალკის ვიკარიატში გრძელდება.