საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ვიზიტი სამცხე-ჯავახეთისა და წალკის ვიკარიატში |
![]() |
![]() |
![]() |
სიახლეები |
მეუფე ვაზგენის პირველი გაჩერება იყო წალკის რაიონის სოფელ ნარდევანის „სურბ სარგის“ ეკლესიაში. ეპარქიის წინამძღვარი ადგილობრივი სულიერი მოძღვრის, ღირსი მღვდლის ღევონდ თოფაშიანის თანხლებით ეწვია ეკლესიას, შეისწავლა ეკლესიის საერთო მდგომარეობა, მოისმინა ინფორმაცია სულიერი მოძღვრის შესრულებული სამუშაოს შესახებ, მამა ღევონდთან ერთად წმინდა საკურთხევლის წინ აღავლინა ერთობლივი ლოცვა. საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი ეწვია ასევე ნინოწმინდის "რაფაელ ჯავახ" „რაფაელ ჯავახ“ ცენტრის დირექტორმა ჟორა სნხჩიანმა დეტალურად ისაუბრა ცენტრში მოქმედი შემოქმედებითი ჯგუფების მიმდინარე და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ. ცენტრის შეხვედრაზე მონაწილე მასწავლებლებმა და თანამშრომლებმა ცალკ-ცალკე შესრულებულ სამუშაოებთან დაკავშირებით კმაყოფილება გამოხატა ასევე საქართველოში სომხეთის საელჩოს მრჩეველმა არტაკ გრაბსკიმ. შეხვედრის ბოლოს პედაგოგთა პერსონალმა და სასულიერო პირებმა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის თაოსნობით სამადლობელო ლოცვა აღავლინეს ნინოწმინდის „სურბ სარგის“ ეკლესიაში. ცერემონიის დასასრულს ღირსმა მღვდელმა მამა არმაშმა ეპარქიის წინამძღვარს მოახსენა ეკლესიისთვის ახალი შემოწირულობების თაობაზე. ერის ღირსეულმა შვილმა ქველმოქმედმა ნინოწმინდაში შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი თანმხლებ პირებთან ერთად ეწვია ახალქალაქს, სადაც მას დახვდნენ ადგილობრივი სულიერი მოძღვრები - ღირსი მღვდელი დეკანოზი ეღიშე ჰარუთიუნიანი და ღირსი მღვდელი ტათევ მარუქიანი. ახალქალაქის „სურბ ხაჩ“ ეკლესიაში მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ მონაწილეობა მიიღო საღამოს ღვთისმსახურებაში.
ეპარქიის წინამძღვარი, თანმხლებ პირებთან ერთად, ეწვია ვიკარიატს, სადაც საქმიანი შეხვედრა ჰქონდა პერსონალთან. მოგვიანებით წინამძღვარი შეხვდა საქართველოს პარლამენტის წევრს, ჰენზელ მკოიანს, ახალქალაქის ახლად არჩეულ მერს იურიკ უნანიანს და საკრებულოს ახლად არჩეულ თავმჯდომარეს, ნაირი ირიციანს. მეუფე ვაზგენმა საქართველოს სომეხთა ეპარქიის მღვდელმსახურთა და პერსონალის სახელით მეუფემ მიულოცა და აკურთხა ახლად არჩეული მერი და საკრებულოს თავმჯდომარე და უსურვა პროდუქტიული საქმიანობა. საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის ვიზიტი სამცხე-ჯავახეთისა და წალკის ვიკარიატში გრძელდება. |