სომეხ ვარდაპეტ-მასწავლებელთა დღესასწაული ცენტრში “სურბ გრიგორ ნარეკაცი“ |
![]() |
![]() |
![]() |
სიახლეები |
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ცენტრის წმინდა ეღიშეს სახელობის საკვირაო სკოლის უფროსი და უმცროსი ჯგუფის აღსაზრდელები, სიმღერის გუნდი "ბერკრი" და ცეკვის ანსამბლი „ნემრუთი“, ორგანიზატორი: სომხური ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოში სომხეთის საელჩოს მრჩეველი არტაკ გრაბსკი, საქართველოს სომეხ ბიზნესმენთა კავშირის თავმჯდომარე სამველ აღეკიანი, საქართველოს სომეხთა ეპარქიის საეპისკოპოსოს კულტურის განყოფილების დირექტორი ლევონ ჩიდილიანი, განათლების განყოფილების დირექტორი ევგენია მარკოსიანი, ინფორმაციის განყოფილების დირექტორი სუსანა ხაჩატრიანი, ქალაქ რუსთავის სომხური სათვისტომოს წევრებო, მშობლები, სტუმრები თბილისიდან და მიმდებარე რაიონებიდან.
ღონისძიება დაიწყო "მამაო ჩვენო"-თი და ეპარქიის წინამძღვრის კეთილი სურვილებით. „სურბ გრიგორ ნარეკაცი“ ცენტრის დამფუძნებელმა და რუსთავისა და მარნეულის რაიონის სომეხთა სულიერმა მოძღვარმა ღირსმა მღვდელმა ნარეკ ღუშჩიანმა გახსნა ღონისძიება, ისაუბრა წმინდა ვარდაპედ მთარგმნელთა დღესასწაულზე, დიდებულ მასწავლებლებზე, ვინც სომეხ ხალხს მისცა დამწერლობისა და ლიტერატურის შექმნის, კულტურის ქმნის გასაღები და გაკვალა ცივილიზაციის გზა. მხოლოდ ორი თვის განმავლობაში არასომხური სკოლების სომეხმა მოსწავლეებმა, სასიხარულოა ცენტრის საქმიანობის პროგრესი. ბავშვების გამოსვლებს თან ახლდა ეროვნული ლამაზი ცეკვა და სიმღერა, სომხური საგალობლები, რაც მათ ასწავლეს ქორეოგრაფმა სტელა სელეპანოვამ და ჯგუფის ხელმძღვანელმა ინა დავითაშვილმა.
ღონისძიების შესახებ შთაბეჭდილებები გამოთქვეს სტუმრებმა, ცალსახად გაესვა ხაზი საქართველოს სომეხთა ეპარქიის საეპისკოპოსოს პატრიოტულ წამოწყებას - ამ სულიერი და კულტურულ- საგანმანათლებლო ცენტრის დაფუძნებას, სკოლის და ეკლესიის გარეშე დარჩენილი რუსთაველი სომხების თავიანთი წინაპრების ფესვებისკენ დაბრუნების მიზნით. ღონისძიება კურთხევისა და დაფასების სიტყვით შეაჯამა საქართველოს სომეხთა ეპარქიის ღონისძიება დასრულდა ეღიშე ჩარენცის „ეს იმ ანუშ ჰაიასტანი“ ლექსის ლამაზი დეკლამაციით, რომელიც ენისა და სამშობლოს სიყვარულის თავისებური ფიცია წმინდა ვარდაპეტების ხსოვნის წინაშე. |