მოსავლის და ნობათის ოქროს შემოდგომის ზეიმი ბათუმის „სურბ გრიგორ ლუსავორიჩ“ საბავშვო ბაღში |
![]() |
![]() |
![]() |
სიახლეები |
ღონისძიებას თავიანთი დასწრებით პატივი დასდეს ბათუმში სომხეთის რესპუბლიკის გენერალურმა კონსულმა ეღიშე სარგსიანმა, აჭარის, გურიისა და იმერეთის სომხების, ბათუმის „სურბ ფრკიჩ“ ეკლესიის სულიერმა მოძღვარმა მღვდელმა არარატ გუმბალიანმა.
ღონისძიება გახსნა კულტურის ცენტრის დირექტორმა სონა ჰოვანისიანმა. ამ უკანასკნელმა აღნიშნა, რომ წელიწადის დროებში შემოდგომა ყველაზე სევდიანი და ცივია, მაგრამ პატარა ბავშვების სამყაროში, მხიარულ სიმღერებსა და ცეკვაში შემოდგომა მხიარულია, ნაირფერი და მაღალი განწყობის გადმომცემი. საბავშვო ბაღის აღსაზრდელთა მხიარული მზერით, ლამაზი და სწორი მხატვრული კითხვით, მომხიბვლელი სიმღერით აღაფრთოვანეს მშობლები და დამსწრეები.
ბავშვების სწორი სომხური მეტყველების, ლექსების ლამაზი კითხვის და მხიარული სიმღერის შესახებ თავისი აღფრთოვანება გამოხატა სომხეთის რესპუბლიკის კონსულმა ბატონმა ეღიშე სარგსიანმა. ღონისძიების დასასრულს, სიმღერა „ღაფამის“ ჰანგებით, დამსწრეებს გაუმასპინძლდნენ შემოდგომის ნობათით და სომხური ღაფამით. |