ღვაწლმოსილ მასწავლებელს სამშობლოს ჯილდო გადაეცა |
სიახლეები |
2017 წლის 27 ოქტომბერს, ნინოწმინდის რაიონის სოფელ დიდი ხანჩალის საჯარო სკოლაში საზეიმო ცერემონია გაიმართა, რომელიც მიეძღვნა სასწავლო დაწესებულების ღვაწლმოსილი პედაგოგის, მშობლიური ენის მასწავლებლის, სირანუშ აივაზიანის სომხეთის რესპუბლიკის დიასპორის სამინისტროს „მშობლიური ენის დესპანი“ მედლით დაჯილდოებას. ქალბატონი აივაზიანი ამ ჯილდოს მფლობელი გახდა მრავალწლიანი თავდაუზოგავი საქმიანობისთვის, რომელსაც იგი ეწევა სომეხი ბავშვების სომხური სულისკვეთებით აღზრდის, ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების და მათი აღზრდა-განათლებისთვის. ჯილდო გადასცა „რაფაელ ჯავახ“ საგანმანათლებლო და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელმა ჟორა სნხჩიანმა, რომელმაც პედაგოგს გადასცა ასევე რაიონის სულიერი მოძღვრის, მღვდელ არმაშ პოღოსიანის მილოცვა. გამომსვლელებმა მაღალი შეფასება მისცეს პედაგოგის საქმიანობას, მადლობა გადაუხადეს სომხეთის რესპუბლიკის დიასპორის სამინისტროს და საგანმანათლებლო და კულტურის ცენტრს რეკომენდაციისა და დაფასებისთვის. |