„სურბ გრიგორ ნარეკაცი“ ცენტრს სტუმრობდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები |
სიახლეები |
2017 წლის 15 ოქტომბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის რუსთავის „სურბ გრიგორ ნარეკაცი“ სასულიერო, საგანმანათლებლო, კულტურულ და ახალგაზრდულ ცენტრს ეწვია რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გოჩა შავაძე. მაღალი რანგის სტუმარს დახვდა თემის სულიერი მოძღვარი, ღირსი მღვდელი ნარეკ ღუშჩიანი. ეს უკანასკნელი მიესალმა სტუმრებს და წარმოუდგინა ახლად შექმნილი ცენტრის მიზანი, საქმიანობის მიმართულებები და სამომავლო გეგმები. ინფორმაცია მიაწოდა ადგილობრივი სომხური სათვისტომოს - ქრისტიანული რწმენით ცხოვრების, მშობლიური ენის სათანადო დონეზე ფლობის, ეროვნული კულტურისა და ტრადიციების შენარჩუნების მიმართულებით დასახული მიზნების შესახებ, რომელთა გარშემოც საქმიანობს ცენტრი. მამა ნარეკმა ხაზი გაუსვა ქართული ხელისუფლების კეთილგანწყობილ მოპყრობას ამ ქვეყანაში მცხოვრები არაქართველების მიმართ, ყურადღებას - მათი თვითმყოფადობის შენარჩუნების საქმეში, და იმ შესაძლებლობას, რაც ეძლევა სომეხ მოსახლეობას თავისი სულიერი და კულტურული ფასეულობების შესანარჩუნებლად. სტუმრებმა დაათვალიერეს ცენტრში ორგანიზებული გარი ნალბანდიანის პერსონალური გამოფენა. შემდეგ ცენტრში გოჩა შავაძის ვიზიტს სომხური და ქართული ცეკვით მიესალმა რამდენიმე თვის წინ ჩამოყალიბებულმა „ნემრუთ“ცეკვის ანსამბლმა, ქორმაისტერი: სტელა სელეპანოვა. საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილმა მოადგილემ მაღალი შეფასება მისცა ცენტრის ეფექტურ საქმიანობას, მიესალმა იმ პროგრამებს, რაც მიზნად აქვს დასახული ცენტრს და დაჰპირდა პერსპექტივაში ურთიერთთანამშრომლობას, ასევე ეროვნული კულტურის ამსახველი ცეკვის, სიმღერის, ხელოვნების აუცილებლად ჩართვას ქალაქ რუსთავში ორგანიზებული ღონისძიებების პროგრამაში. ქალაქ რუსთავის ხელისუფლების წარმომადგენელი კარგი შთაბეჭდილებებით და კმაყოფილი დაემშვიდობა ცენტრს. |