მევიოლინე გარი ნალბანდიანის ფერწერა |
სიახლეები |
2017 წლის 10 ოქტომბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის რუსთავის „სურბ გრიგორ ნარეკაცი“ სასულიერო, საგანმანათლებლო, კულტურულ და ახალგაზრდობის ცენტრში გაიხსნა თვითნასწავლი მხატვრის, გარი ნალბანდიანის, პირველი პერსონალური გამოფენა. ხალხმრავლობა იყო ცენტრში, შეხვედრას ესწრებოდნენ რუსთავის და გარდაბნის სომხური სათვისტომოს წევრები, ცენტრის პერსონალი. პროფესიონალი მევიოლინის ფერწერული ნამუშევრების გასაცნობად იყვნენ მოსულნი: საქართველოს სომეხ მხატვართა კავშირის წევრები, თავმჯდომარე ირენ ოჰანჯანიანის, „ჰაიარტუნ" ცენტრის აქტივისტების ჯგუფი, ეპარქიის კულტურის განყოფილების დირექტორის, ლევონ ჩიდილიანის, თანხლებით და საქართველოს სომეხთა ეპარქიის საეპისკოპოსოს თანამშრომლები. გამოფენას თავისი კურთხეული დასწრებით პატივი დასდო საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა. სათვისტომოს სულიერი მოძღვარი, ღირსი მღვდელი ნარეკ ღუშჩიანი მიესალმა დამსწრეებს, ისაუბრა იმ კერის საქმიანობაზე, რომლის გარშემო კონსოლიდირებულნი არიან ადგილობრივი სომხები. ხაზი გაუსვა ნიჭიერი ხელოვანის, გარი ნალბანდიანის, ფერწერას და გამოფენას უწოდა ცენტრის კულტურული საქმიანობის პირველი ღონისძიება. გარი ნალბანდიანი საზოგადოებისთვის ცნობილია როგორც ნიჭიერი მევიოლინე, საერთაშორისო კონკურსების და ფესტივალების მონაწილე და გამარჯვებული. ცნობილი მუსიკოსი დაჯილდოებულია ასევე ემოციების საღებავებით გამოხატვის ღვთაებრივი ნიჭით. გამოფენის დამთვალიერებლების წინაშე გარი ნალბანდიანი წარსდგა რეალისტური და სიურეალისტური სტილის ტილოებით. გამოფენილი ნამუშევრები, მდიდარი პალიტრით და ფუნჯის გააზრებული მონასმებით შექმნილი, ზეთის საღებავებით შესრულებული იმ ნამუშევრების ნაწილია, რომლებიც მისი შინაგანი სამყაროს გამოსახულებაა, მისი ჩანაფიქრების პროდუქტი. განსხვავებული იყო მხატვრის ტილოები, საიდუმლოებით სავსე, დასათაურებული სახელწოდებებით, რომლებიც დამთვალიერებელს დაფიქრების საბაბს აძლევდა, აქტუალური, რეალისტური, ასევე წარმოსახვითი, არა რეალური. გამოფენის დამთვალიერებლებმა, რომელთა შორის იყვნენ ნიჭიერი და ღირსეული ხელოვანები, დააფასეს თვითნასწავლი მხატვარი, მის ქმნილებებს უწოდეს ავტორის გრძნობების და შინაგანი ექსპრესიის გამოსახულება, რომელიც ვიოლინოს სიმების შეხამებიდან გადავიდა ფერებისა და ფუნჯის შეხამებაზე, იმავე ნიჭით და მისწრაფებით. ნიჭიერ მხატვარს და გამოფენის დამთვალიერებლებს კურთხევის სიტყვით მიმართა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა. მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ დააფასა გარი ნალბანდიანის შემოქმედებითი სამყარო, ნახატის მეშვეობით მღელვარე და შინაარსიანი შინაგანი სამყაროს იმპულსების წარმოჩენის მისი უნარი. ეს არის უფლის მიერ ბოძებული მადლი, რომელიც მუსიკის პარალელურად გამოიხატა ასევე მხატვრობაში. მეუფემ დააფასა ღირსი მღვდლის ნარეკ ღუშჩიანის ხელმძღვანელობით ცენტრის საქმიანობა, წარმატებები უსურვა დასახული კულტურული, საგანმანათლებლო და ახალგაზრდული პროგრამების განხორციელების საქმეში. სტუმრები ასევე დატკბნენ გარი ნალბანდიანის მიერ ვიოლინოზე შესრულებული მუსიკით. ცენტრი გაუმასპინძლდა დამსწრეებს. თვითნასწავლმა მხატვარმა თავისი ნახატები აჩუქა ეპარქიის წინამძღვარს და კულტურის განყოფილების დირექტორს. გაიჟღერა ინიციატივამ - გარი ნალბანდიანის ნამუშევრები გამოიფინოს „ჰაიარტუნ“ ცენტრშიც, ხელოვნების თბილისელ მოყვარულთათვის. |