საქართველოს სომეხთა ეპარქიის სიმღერის სამმა გუნდმა მონაწილეობა მიიღო ფესტივალში „ვმღერით კომიტასს“ |
სიახლეები |
2017 წლის 25-28 სექტემბერს, სომხეთის რესპუბლიკის დიასპორის სამინისტროს ინიციატივით და მფარველობით გაიმართა „ვმღერით კომიტასს“ სრულიად სომეხთა ფესტივალი. ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს სომხეთიდან, არცახიდან და მსოფლიოს 12 ქვეყნიდან ჩასული სიმღერის გუნდები და ინდივიდუალური შემსრულებლები. საქართველოს სომეხთა ეპარქიის კულტურის განყოფილება, წინამძღვრის, ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის მამობრივი ლოცვა-კურთხევით ფესტივალზე წარსდგა ეპარქიის სამი მოქმედი გუნდით, ესენია: თბილისის „სურბ გევორგ“ საკათედრო ტაძრის „მაკარ ეკმალიან“ სიმღერის გუნდი, ქორმაისტერ სვეტლანა ტატოევას და პიანისტ კარენ მირზოიანის, „ჰაიარტუნ“ ცენტრის "ნერსეს შნორჰალი" ახალგაზრდული გუნდი, ქორმაისტერ მარია აბულიანის და ქალაქ ბათუმის „ალექსანდრ მანთაშიანც“ ცენტრის სიმღერის გუნდი „აღბიურ“, ქორმაისტერ რუზანა ოვანისიანის ხელმძღვანელობით. საქართველოს სომეხთა ეპარქიის სამი გუნდის მონაწილეობას კოორდინირებას უწევდნენ კულტურის განყოფილების დირექტორი ლევონ ჩიდილიანი და ღირსი მღვდლი არარატ გუმბალიანი. ქალაქ ბათუმის „ალექსანდრ მანთაშიანც“ ცენტრის სიმღერის გუნდს „აღბიურ“, პატივი ჰქონდა გამოსულიყო ფესტივალის გახსნისადმი მიძღვნილ კონცერტში. საქართველოს სომეხთა ეპარქიის სიმღერის სამივე გუნდი კომიტასის ნაწარმოებების პროფესიონალური შესრულებით გამოვიდა ვანაძორში, გიუმრისა და ერევანში, ყველგან დაიმსახურა მაყურებლის თბილი მიღება. „ვმღერით კომიტასს“ სრულიად სომეხთა ფესტივალის ყოველი დღე იყო დატვირთული და საინტერესო. გუნდების წევრებმა ყვავილებით შეამკეს უკვდავი კომპოზიტორის საფლავი, ეწვივნენ კომიტასის სახლ-მუზეუმს, გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგეს წიწერნაკავერდში, მოინახულეს გენოციდის მუზეუმი, სერგეი ფარაჯანოვის სახლ- მუზეუმი. 28 სექტემბერს ერევნის არამ ხაჩატრიანის საკონცერტო დარბაზში საქართველოს სომეხთა ეპარქიის „მაკარ ეკმალიან“ და „სურბ ნერსეს შნორჰალი“ გუნდებმა მონაწილეობა მიიღეს ფესტივალის დახურვის გალა-კონცერტში. ფესტივალი გახდა შთამბეჭდავი და დაუვიწყარი მონაწილე გუნდებისთვის. მინისტრის მოადგილე სერჟ სრაპიონიანმა ფესტივალის მონაწილეთა დაჯილდოების სიგელები გადასცა. შეაჯამა რა „ვმღერით კომიტასს“ ფესტივალის დღეები, სომხეთის რესპუბლიკის დიასპორის მინისტრის მოადგილემ,სერჟ სრაპიონიანმა ხაზი გაუსვა იმ მნიშვნელოვან როლს, რომელსაც ასრულებს ეს ფესტივალები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში გაფანტულ სომხობის დედა სამშობლოსთან დაახლოების, სომეხი ადამიანის იდენტობის შენარჩუნების და ეროვნული კულტურის განვითარების საქმეში. სიმღერის გუნდებისთვის ფესტივალი შთამბეჭდავი და დაუვიწყარი გახდა. მინისტრის მოადგილე სრაპიოანიანმა სიმღერის გუნდების ქორმაისტერებს გადასცა ფესტივალში მონაწილეობის სერტიფიკატები. „ვმღერით კომიტასს“ სრულიად სომეხთა ფესტივალი დასრულდა არნო ბაბაჯანიანის „აზგ ფარაპანწ“ სიმღერის ერთობლივი შესრულებით. საქართველოს სომხური სიმღერის გუნდებისთვის საფესტივალო დღეები დასრულდა მომლოცველობით სევანის მონასტერში.
|