საქართველოს სომეხთა ეპარქიის სიმღერის სამმა გუნდმა მონაწილეობა მიიღო ფესტივალში „ვმღერით კომიტასს“ |
![]() |
![]() |
![]() |
სიახლეები |
საქართველოს სომეხთა ეპარქიის კულტურის განყოფილება, წინამძღვრის, ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის მამობრივი ლოცვა-კურთხევით ფესტივალზე წარსდგა ეპარქიის სამი მოქმედი გუნდით, ესენია: თბილისის „სურბ გევორგ“ საკათედრო ტაძრის „მაკარ ეკმალიან“ სიმღერის გუნდი, ქორმაისტერ საქართველოს სომეხთა ეპარქიის სამი გუნდის მონაწილეობას კოორდინირებას უწევდნენ კულტურის განყოფილების დირექტორი ლევონ ჩიდილიანი და ღირსი მღვდლი არარატ გუმბალიანი. ქალაქ ბათუმის „ალექსანდრ მანთაშიანც“ ცენტრის სიმღერის გუნდს „აღბიურ“, პატივი ჰქონდა გამოსულიყო ფესტივალის გახსნისადმი მიძღვნილ კონცერტში. საქართველოს სომეხთა ეპარქიის სიმღერის სამივე გუნდი კომიტასის ნაწარმოებების პროფესიონალური შესრულებით გამოვიდა ვანაძორში, გიუმრისა და ერევანში, ყველგან დაიმსახურა მაყურებლის თბილი მიღება.
28 სექტემბერს ერევნის არამ ხაჩატრიანის საკონცერტო დარბაზში საქართველოს სომეხთა ეპარქიის „მაკარ ეკმალიან“ და „სურბ ნერსეს შნორჰალი“ გუნდებმა მონაწილეობა მიიღეს ფესტივალის დახურვის გალა-კონცერტში. ფესტივალი გახდა შთამბეჭდავი და დაუვიწყარი მონაწილე გუნდებისთვის. მინისტრის მოადგილე სერჟ სრაპიონიანმა ფესტივალის მონაწილეთა დაჯილდოების სიგელები გადასცა. შეაჯამა რა „ვმღერით კომიტასს“ ფესტივალის დღეები, სომხეთის რესპუბლიკის დიასპორის მინისტრის მოადგილემ,სერჟ სრაპიონიანმა ხაზი გაუსვა იმ მნიშვნელოვან „ვმღერით კომიტასს“ სრულიად სომეხთა ფესტივალი დასრულდა არნო ბაბაჯანიანის „აზგ ფარაპანწ“ სიმღერის ერთობლივი შესრულებით. საქართველოს სომხური სიმღერის გუნდებისთვის საფესტივალო დღეები დასრულდა მომლოცველობით სევანის მონასტერში.
|