1geo

fb you od

მომლოცველობა სომხეთის ცხრა წმინდა ადგილში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

1a 

2017 წლის 9 სექტემბერს, გამთენიისას, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის კურთხევით, ავლაბრის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიის  მოყვარულ ქალთა ჯგუფი, ეკლესიის  კანდელაკის, ღირსი მღვდლის მანუკ ზეინალიანის წინამძღოლობით, ლოცვითა და ღვთის უძველეს სახლებში სანთლების დანთების სურვილით დაუდგა მომლოცველობის გზას    წმინდა ადგილებისკენ.

უკვე ხუთი წელი ზედიზედ, თბილისში მცხოვრები ქალბატონების  ეს ჯგუფი,  ყოველწლიურად  აფართოებს წმინდა ადგილების გეოგრაფიას, მიემგზავრება  სომხეთის    სხვადასხვა წმინდა ადგილებისკენ.  უცვლელია მხოლოდ ერთო მიზანი -  ზიარების მიღება და მსხვერპლის შეწირვა ტათევის სამონასტრო კომპლექსში.   

ეკლესიის მოყვარული ქალბატონების მომლოცველობა დაიწყო სევანის მონასტრებში ვიზიტით. მათ სანთლები დაანთეს „არაქელოც“ და „სურბ ჰოვანეს მკრტიჩ“ ტაძრებში, ეწვივნენ ვაზგენიან სემინარიის ეზოში აგებულ „სურბ ჰაკობ“ სამლოცველოს. მამა მანუკის წინამძღოლობით ქალბატონები ასევე იყვნენ ქარაჰუნჯის „ზორაც ქარერ“ უძველეს ობსერვატორიაში, დაათვალიერეს ის ქვები, რომელთა მეშვეობით უძველეს დროში ათვალიერებდნენ ვარსკვლავების განლაგებას, სხვადასხვა გათვლებს აწარმოებდნენ.   

მომლოცველების შემდეგი გაჩერება ქალაქ სისიანის  წმინდა გრიგოლ განმანათლებლის ეკლესია იყო, სადაც თბილისელ მორწმუნეებს დახვდა ღირსი მღვდელი პარგევ ზეინალიანი, იყვნენ ასევე „ვოროტნავანქში. სულიერი მამების თაოსნობით მომლოცველებმა მონაწილეობა მიიღეს საღამოს ღვთისმსახურებაში, სანთლები დაანთეს სომხურ ტაძარში.

მორწმუნეთა სანატრელი მოსალოცი ტათევის სამონასტრო კომპლექსი იყო. აქ საღამოს შესრულდა შესაწირის კურთხევა და დარიგება, მასპინძლობას შეუერთდნენ სხვა მომლოცველებიც. ნაკურთხი შესაწირის მირთმევის შემდეგ, თბილისელმა ქალბატონებმა გვიანობამდე მონაწილეობა მიიღეს ღვთისმსახურებებში.

მომდევნო დღეს, ტათევის სამონასტრო კომპლექსში, არქიმანდრიტ მიქაელ გევორგიანის საპატიო წინამძღოლობით საღმრთო ლიტურგია აღავლინა მამა მანუკ ზეინალიანმა. თბილისელ მომლოცველებს მიესალმა მამა მიქაელი, მორწმუნეებმა დიდი რწმენით მონაწილეობა მიიღეს საღმრთო ლიტურგიაში, ზიარება მიიღეს უძველეს ტაძარში.        

მომლოცველებმა ღამე გაათენეს არმავირის რეგიონში,  დილით გაემგზავრნენ სრულიად სომეხთა  სასულიერო  ცენტრში, მთავარ საკათედრო წმინდა ეჯმიაწინში, და მონაწილეობა მიიღეს ერთობლივ ლოცვაში.  დიდი  ცხოველმყოფელი  ძალის მიღებით,  მორწმუნეებმა, სახლში დაბრუნების გზად, ილოცეს ოჰანავანქში და საღმოსავანქში.  

 მომლოცველები ყოვლისშემძლე უფალს ევედრებოდნენ, რომ  მათი რწმენა ურყევი იყოს და მომავალ წლებში კვლავ ეღირსონ მსგავს მომლოცველობას.   

დედა სამშობლოს 9 წმინდა ადგილებში  ლოცვის, სანთლების დანთების, უძველესი ტაძრების ძალით შთაგონებულები,  დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით,  სულიერად განახლებული, ენთუზიაზმით აღსავსე მომლოცველთა ჯგუფი თბილისში დაბრუნდა.

1 2 3 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)